დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქობულეთს გამგებელს პროტექციონიზმით დაუნიშნავენ?!
2013/08/04 15:08:42

 ძალიან ხშირად საუბრობენ პროტექციონიზმსა და ნეპოტიზმზე, რომელიც მძლავრობს აჭარაში. ,,პოსტკრიპტუმს“ დაუკავშირდა ყოფილი ემიგრანტი და უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე, რომელმაც არჩილ ხაბაძე ქობულეთის გამგებლის დანიშვნის ჩარევის საკითხში დაადანაშაულა:

 ,,ქობულეთი ახალი გამგებლის დამტკიცების მოლოდინშია. როგორც ვიცით, ნაციონალმა გამგებელმა თენგიზ ზოიძემ ,,თავისი სურვილით" დაწერა განცხადება წასვლის თაობაზე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე არ ,,ღალატობს" თავის ჩვეულებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ იგნორირებას უკეთებს "ქართული ოცნებისთვის" თავგანწირულ, დამსახურებულ კადრებს და ,,ჩალიჩობს", რომ გამგებლის თანამდებობაზე ვინმე ბანკირი რომანაძე გაიყვანოს, როგორც უშიშროების კადრი, რომელსაც, ისევე, როგორც თვითონ ხაბაძეს, არავითარი დამსახურება არ მიუძღვის ,,ქართული ოცნების" გამარჯვებაში. მე აჭარის მთავრობას მორატორიუმი გამოვუცხადე არჩევნების დასრულებამდე, რათა ჩემმა კრიტიკამ ,,ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის იმიჯზე აჭარაში უარყოფითად არ იმოქმედოს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ქობულეთის გამგებლად დანიშნავენ დაუმსახურებულ კადრს,  პირადად ვპირდები ბატონ ხაბაძეს, რომ დავარღვევ მორატორიუმს და მთელ ქობულეთს ფეხზე დავაყენებ.  არ გამოვრიცხავ, რომ მთელი აჭარის მაშტაბით დავიწყო აქციები. თუ არ იცის, შევახსენებ, რომ მთელ აჭარას "ყელში ჰყავს" ხაბაძის ხელისუფლება და ყველა არჩევნებს ველოდებით, რათა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა სიტუაცია დაალაგოს აჭარაშიც.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1541
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია