დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლადო ჯურხაძემ დიდი კუხისა და ახალშენის ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო (R)
2017/09/21 11:33:01

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხონის მერობის კანდიდატმა ლადო ჯურხაძემ სოფელ დიდი კუხისა და ახალშენის ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მომავალი ოთხი წლის გეგმებზე ესაუბრა.

„მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მე ვიქნები შუამავალი თქვენსა და სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურებთან, ინვესტორებთან, რომლებიც გაგიწევენ კონსულტაციებს, მოგცემენ მიმართულებას, თუ როგორ უნდა განავითაროთ სწორად სოფლის მეურნეობა“, - განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

ხონის მერობის კანდიდატმა ამომრჩეველთან იმ სხვა პრიორიტეტულ პროგრამებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელთა განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება.

„შიდა გზების რეაბილიტაცია, სკვერებისა და პარკების გაშენება, გამწვანება და ახალგაზრდების ჩართულობით სხვადასხვა პროექტების განხორციელება, ეს ჩვენი მომდევნო ოთხი წლის გეგმაა“, - აღნიშნა ლადო ჯურხაძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2438
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია