დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის გუბერნატორმა ჟურნალისტებს მადლობა საჯაროდ გადაუხადა
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/12/20 12:54:26

იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა, დღეს,  რაიონის გამგებლებთან შეხვედრაზე,  რამდენიმე დღის წინ  მედიასთან პირველი შეხვედრის შემდეგ გაკეთებული შეფასებებისთვის  ჟურნალიტებს მადლობა გადაუხადა. მეფარიშვილის თქმით, მისთვის ობიეტქური კრიტიკა ყოველთვის მისაღებია.

„მადლობა ჟურნალისტებს ობიექტური შეფასებისთვის. კრიტიკა, რომელიც საფუძვლიანი იყო აუცილებლად იქნება ჩემს მიერ გათვალისწინებული",-განაცხადა მეფარიშვილმა.

გამგებლებთან და ქუთაისის მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გუბერნატორმა ასევე ისაუბრა გუბერნიაში დაგეგმილ რეორგანიზაციაზე. მეფარიშვილის თქმით, რეორგანიზაციას ორი უმთავრესი მიზანი აქვს: გუბერნატორის აპარატის მუშაობა იყოს  ეფექტური, ხოლო თვთმმართველობის წარმომადგენლებთან ურთიერთობები -  მჭიდრო. გუბერნიაში რეორგანიზაციის პროცესი მომავალი წლის 27 იანვრამდე უნდა დასრულდეს.

დღესვე, იმერეთის გუბერნატორი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის,  სააქციო საზოგადოება „ენერგო პრო-ჯორჯიას", ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და „სოკარ ჯორჯია გაზის" რეგიონულ წარმომადგენლებს შეხვდება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2619
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია