საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ბრალდება
გიგი უგულავა:"გენპროკურორი ძველი ბიჭი არ არის, რომ საქმეები არჩიოს"
ავტორი: ეთერ ბალაძე
2013/12/26 17:30:03

გიგი უგულვა შს მინისტრისგან ოთარ ფარცხალაძის საქმის პერსონალური მონაცემების გამოძიებას და საქმის გამოქვეყნებას ითხოვს.

თუ მის მიერ გავრცლებული განცხადება არასწორი აღმოჩნდება, ის მზად არის, ბოდიში მოიხადის – აცხადებს უგულავა.

 

"ეს ის პროკურატურაა, რომლის მეთაურის მიმართ ყაჩაღობასთან დაკავშირებით ლეგიტიმური საფუძველი არსებობს. მოვითხოვ, გამოითხოვონ ფარცხალაძის საქმე და თუ ის ინფორმაცია, რომელიც მე გავავრცელე, მართალია,მაშინ გადადგეს ფარცხალაძე და თუ ჩემს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდება, მე ბოდიშს მოვიხდი. ფარცხალაძე მხოლოდ იმიტომ არის გადასაყენებელი, რომ რაღაც ღაპრებს ყვება და ძველი ბიჭის არგუმენტები მოჰყავს თავის გასასამართლებლად  – რომ პოლიციასთან ჰქონდა შელაპარაკება. პროკურორი რომ ასე აზროვნებს, სხვას რა მოვთხოვოთ ამ მთავრობაში? წულუკიანსაც შეუძლია გენპროკურორის პერსონალური მონაცემების გამოთხოვა გერმანიიდან და თუ ნამუსი აქვთ, ეს უნდა გააკეთონ"  – განაცხადა გიგი უგულავამ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1925
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია