დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის რეკომენდაციები საქართველოს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/02/08 20:42:14

ევროპის საბჭოსკორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფმასაქართველოს შესახებ შეფასების მეოთხე რაუნდის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში შეეხებოდა კორუფციის პრევენციას საკანონმდებლო ორგანოში, სასამართლო ხელისუფლებაში და პროკურატურაში.

 

მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ანგარიში ძირითადად მიმოიხილავს იმ გამოწვევებს, რომლებიც ამჟამად არსებობს საკანონმდებლო ხელისუფლებაში, სასამართლო სისტემაში და პროკურატურაში. ხარვეზების მიმოხილვის გარდა,  GRECO-ს ანგარიშში მოცემულია რეკომენდაცია ყველა არსებული გამოწვევის გაუმჯობესებისთვის. ანგარიშის მიხედვით, მიღწეული შედეგების მიღმა მნიშვნელოვანია ყურადღება დაეთმოს ძალაუფლების დანაწილების პრინციპის განმტკიცებას, სასამართლო სისტემის რეფორმას და პროკურატურის პოლიტიკური ზეგავლენისგან სრულად განთავისუფლებას და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების გაზრდას.

 

კორუფციის პრევენცია საკანონმდებლო ხელისუფლებაში - რეკომენდაციები

 

გაიზარდოს საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობა და მოხდეს კანონპროექტების, მათში შესული ცვლილებების და კომიტეტების მუშაობის შესახებ ინფორმაციის (მათ შორის დღის წესრიგის და შეხვედრების შედეგების შესახებ ინფორმაციის) ხელმისაწვდომობის გაზრდა და საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი ერთიანი ჩარჩოს და პროცედურების ჩამოყალიბება.

 

შეიქმნას და დამტკიცდეს სავალდებულო ეთიკის კოდექსი, სადაც გათვალიწინებული იქნება ინტერესთა კონფლიქტის სხვადასხვა შემთხვევა (საჩუქრები, შეუთავსებლობები, ფინანსური ინტერესები, ხელშეკრულებები და ა.შ); რომელიც იქნება ფართოდ ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის; და რომელიც განმტკიცებული იქნება შესრულების და ცნობიერების ამაღლების პრაქტიკული ღონისძიებებით.

 

შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც დაავალდებულებს პარლამენტის წევრებს, გაამჟღავნონ ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევები და, ამავდროულად, შესაძლებელი გახდეს ამ შემთხვევების მონიტორინგი.

 

 

 კორუფციის პრევენცია სასამართლო სისტემაში - რეკომენდაციები

 

რეკომენდაცია გაუწია მოსამართლეთა შერჩევისა და დაწინაურების წესების რეფორმირებას, რომლებმაც უნდა მოიცვას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაფუძნება ნათელ და ობიექტურ, წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებზე და მათი სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა;

 

რეკომენდაციაა, რომ თუ მიღებული იქნა მოსამართლეთა გადაყვანის შესახებ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილება, ის უნდა შეიცავდეს მოსამართლეთა თანხმობის გარეშე მათი სხვა სასამართლოში გადაყვანის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ადეკვატურ გარანტიებს, მათ შორის, ასეთი ღონისძიების, კანონით მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში გამოყენების შესაძლებლობას, ასეთი გადაწყვეტილების გასაჩივრების უზრუნველყოფით;

 

გადანაწილებას ავტომატური (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით;

 

მოსამართლეთა ეთიკის კოდექსის განახლებაზე მუშაობის განგრძობადობას, მისი ყველა მოსამართლისთვის გაცნობასა და საჯარო ხელმისაწვდომობას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იქნეს კოდექსის იმპლემენტაციის პრაქტიკული ღონისძიებები, როგორიცაა წერილობითი სახელმძღვანელო და განმარტებები, შემდგომი ტრენინგები და კონფიდენციალური კონსულტაცია.

 

გატარებული იქნეს საჭირო ზომები მოსამართლეთა დისციპლინური წარმოების ეფექტურობის, გამჭვირვალობისა და ობიექტურობისათვის.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2715
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია