დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სახელმწიფო ტრაქტორებს ყიდის
2013/07/31 11:54:26

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, შალვა ფიფიას განცხადებით, ქვეყანას სულ 5 000 ტრაქტორი ესაჭიროება.

ამ ეტაპისთვის საქართველოში სულ 2 000-მდე ტრაქტორია. თუმცა, მინისტრის განცხადებით, მიმდინარე სამუშაოებისთვის პრობლემები არ შექმნია.

საქართველში არსებული ტრაქტორებიდან ნახევარი შპს „მექანიზატორის“ კუთვნილებაა, ხოლო დანარჩენი კერძო საკუთრებაშია.
მინისტრის თქმით, დაგეგმილია „მექანიზატორის“ ტრაქტორების გაყიდვა, თუმცა დეტალური ინფორმაცია ჯერ დაზუსტებული არაა.
როგორ სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, შესაძლოა, აღნიშნული ტრაქტორები, სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მიეყიდოს. კოოპერატივების შექმნა აგვისტოს ბოლოდან უნდა დაიწყოს.

(ი.ბ.) 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1630
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია