საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
განათლების პრობლემები საქართველოში
2018/04/15 11:33:20

 

საქართველოში განათლების სფეროში მნიშვნელოვანი პრობლემებია და ხშირ შემთხვევაში ურთიერთგადაჯაჭვურ გამოწვევებს ვაწყდებით, მაგალითად, ყველამ კარგად ვიცით, რომ მხოლოდ დიპლომის ქონა არაფერს არ ნიშნავს, თუ მას არ ახლავს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, ვიანიდან, განათლების სისტემაში არსებული მთელი რიგი ხარვეზებიის შედეგად, სამუშაოს მაძიებელიახალგაზრდები ვერ ახერხებენ, გაუმკლავდნენ შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ განათლებული ახალგაზრდები  წარმოადგენენ მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსს,  ამიტომ აუცილებელია მათი თვითრეალიზების ხელშეწყობა და პოტენციალის  სწორად გამოყენება ქვეყნის გაძლიერებისათვის.

იმ ფონზე, როცა გადაწყვეტილებების მიმღები პირები სახელმწიფო დონეზე აღნიშნავენ, რომ თითქოს განათლება ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტია, სამწუხაროდ, განათლებაზე მწირი თანხები იხარჯება და ასევე, ერთ-ერთი ნაკლებანაზღაურებადი სფეროა. ამდენად, ბუნებრივია, სახელმწიფოს პოლიტიკა განათლების სფეროში ძირეულად გადასახედია.

 სტუდენტების ყოველწლიური რაოდენობრივი მატება, რეპეტიტორების ინსტიტუტი, კერძო მოსამზადებელი ცენტრები, ხანშიშესული მასწავლებლებით დაკომპლექტებული სკოლები, სკოლებში განათლების დაბალი დონე, ეროვნული გამოცდების დაბალი ზღვარი, კერძო და სახელმწიფო სასწავლებლებს შორის არსებული ხარისხობრივი განსხვავებულობა... ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია,რომელიც ყოველდღიურად გვარწმუნებს,რომ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია  სულაც არ იძლევა ყველაზე დიდ ეკონომიკურ სარგებელს.

განათლების სიტემაში არსებული პრობლემების შესახებ ვესაუბრეთ  სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის და სტატუსის მქონე პროგრესულად მოაზროვნე რესპონდენტს.   უცვლელად გთავზობთ მათ მოსაზრებებს.

 

   ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ყოველწლიურად  სკოლას ამთავრებს  დაახლოებით 40 000 მოსწავლე და აქედან 35 000 -მდე მაინც ხდება სტუდენტი. ძალიან მომწონს ჩვენი განათლების მინისტრის მოსაზრებაუმაღლეს განათლებას იმიტომ ჰქვია უმაღლესი, რომ ის არ იყოს საყოველთაო.“

 

 სავალალო ის არის,  რომ აბიტურიენტები ირიცხებიან ისეთ პროფესიებზე,რომლებიც ნაკლებდ პერსპექტიულია.

 კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ აბიტურიენტი მთელი წელი ემზადება რეპეტიტორთან, რათა სტუდენტი გახდეს, რაც სკოლის როლს ასუსტებს.

განმარტეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის  III_ კურსის სტუდენტებმა.

მოზარდებს განალებისადმი სურვილი სკოლის ასაკიდან უყალიბდებათ. არის კი სკოლა ის ინსტიტუტი,რომელსაც შეუძლია შესაბამისი ცოდნის მიცემა მოსწავლეებისათვის?! განათლების სამინისტრომ არაერთი  რეფორმა გაატარა პედაგოგების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, თუმცა სასურველი შედეგი მაინც ვერ მივიღეთ...

ბევრ პედაგოგს დღემდე არ შუძლია კომპიუტერთან მუშობა, მაშინ როდესაც ახალი რეფორმის თანხნმად, ყველა პედაგოგოგმა ელრექტრონულ სქემაში უნდა იმუშაოს. საქართველოს ბევრ სკოლში დღემდე აყენებენ მოსწავლეებს სიტყვიერ თუ ფიზიკურ შეურაცყოფას,რაც სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშშიც აისახა.

საქართველოში არ ხდება მაღალ დონეზე განათლების მიწოდება . მთავარი პრობლემა სკოლებიდან იწყება ,სადაც ასწავლიან ხანშიშესული პედაგოგები, ბევრი ასაკოვანი მასწავლებელი დღესაც საბჭოური მეთოდებით ასწავლის, რომელმაც არ იცის თანამედროვე მეთოდები. ამიტომ ბავშვები დაწყებითი კლასიდანვე რეპეტიტორებთან დადიან. პრობლემის გადასაჭრელად უნდა დაწესდეს მასწავლებლების ასაკობრივი ზღვარი,მათ სახელმწიფომ უნდა დაუნიშნოს ღირსეული პენსია, სტაჟის მიხედვით და ახალგაზრდებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ საკუთარი პროფესიებით დასაქმდნენ. „-ამბობს ფილოლოგიური ფაკულტეტის II- კურსის სტუდენტი მარიამ ბენდელიანი.

როგორც წესი, რეფორმების პროცესი ქაოტური და ხანგრძლივია. ბევრი წარუმატებელი მაგალითის ფონზე გვაქვს წარმატებული რეფორმებიც, როგორიცაა ეთნიკურად დასახლებულ ტერიტორიებზე ქართული ენის სწავლების გაძლიერება და ახალგაზრდა კადრების დასაქმებაა.

  მე, როგორც ახალგაზრდა პედაგოგი, ვთვლი რომ დასაქმების მხრივ ძალიან გამიმართლა. ამით იმის თქმაც მსურს,  საქართველოში განათლების  უმთავრესი პრობლემა, სწორად მოტივაციის არარსებობაა. ხშირად მაქვს საუბარი ჩემს მოსწავლეებთან ამ თემაზე და თითქმის ყველა მათგანი დაბალი აკადემიური მოსწრების მიზეზად ასახელებს მომავლის უპერსპექტივობას, მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოში განათლებული ადამიანებიც ვერ პოულობენ სამუშაო ადგილებს და ეს აზრი არც თუ ისე უსაფუძვლოა....

ამის შესახებ იგებენ ტელევზიიდან, სოციალური ქსელებიდან, სადაც უამრავი გაჭირვებული ადამიანის შესახებ გვხვდება ინფორმაცია. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ მათი მშობლებიც ასე ფიქრობენ და ამიტომ თავიანთ შვილებს არ "აძალებენ" სწავლას.

  - გვითხრა არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებელმა  თამარ დევდარიანმა.

ზოგად პრობლემებთან ერთად, არსებობს კონკრეტული რეგიონებისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური პრობლემებიც. იგივე ეთნიკური უმცირესობების განათლების საკითხს რომ ჩავუღრმავდეთ, მიუხედავად სახელმწიფოს მცდელობისა, დღეს არსებული რესურსი და ღონისძიებები არასაკმარისია და ხელისუფლება ვალდებულია, ამ საკითხზე იზრუნოს.

ზრდასრულ ასაკში განათლების მიღება და კვალიფიკაციის ამაღლება საქართველოს ყველა რეგიონში პრობლემაა, განსაკუთრებით - ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში. მაგალითად, მარნეულის მუნიციპალიტეტში დიდი პრობლემას ქმნის ენობრივი ბარიერი .

 

  ახალგაზრდებს რამდენიმე მიზეზით არ უჩნდებათ  განათლების მიღების სურვილი,რადგან სახელმწიფო ვერ სთავაზობს მათ დასაქმების სერვისებს,  ქვეყანაში არის დაბალი ანზღაურება, უკვე განათლებამიღებული სტუდენტები კი ვერ ახერხებენ საკუთარი ცოდნის  სათანადო რეალიზებას; ვერ ხედავენ განვითარების შესაძლებლობას და ზოგადად,  ,სახელმწიფოში არ არის ხარისხიანი უმაღლესი სასწავლებელები,რის გამოც ახალგაზრდების უმრავლესობა ფიქრობს საზღვარგარეთ წასვლაზე და კარიერის უცხოეთში გაკეთებას, რაც აფერხებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას.“ - ამბობს  ნანიკო სისვაძე GIPA-  ჟურნალისტიკის  მაგისტრი.

უახლოესმა გამოცდილებამ დაგვარწუმა,რომ ფრაგმენტული რეფორმებით სასურველ შედეგზე ვერ გავალთ. ამიტომ უნდა მოხდეს განათლების სისტემის მთლიანი რეფორმირება. უნდა გაძლიერდეს სკოლის  და მესამე სექტორის ინსტიტუტი, შეიქმნას მეტი პროფესიული სასწავლებელი და   ზოგდად, შეცვალოსდიპლომანიისმენტალიტეტი.

 ბოლო  10 წლის განმავლობაში  ბევრი რამ შეიცვალა განათლების სფეროში, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს არ არის საკმარისი. მაგალითად, აბსოლუტური შეუთავსებლობაა სასკოლო პროგრამებსა და უმღლესში ჩასბარებელ პროგრამებს  შორის.  სკოლა ვერ აძლევს მოსწავლეს იმ დონის განათლებას, რომ მან ჩაააბაროს უმაღლეს სასწავლებელში, ამიტომ ჩამოყალიბდა რეპეტიტორის ინსტიტუტი. განათლება მხოლოდ მაშინ არის შედეგიანი, როცა ის არის სისტემაში მოყვანილი.დღეს არ არსებობს სისტემური განათლება, არსებობს ეროვნული გამოცდების  ბარიერის გადალახვაზე ორიენტერებული ფრაგმენტული განათლება. მიმჩნია, ეროვნული გამოცდების ბარიერი არის ძალიან დაბალი და ზღვარი ასაწევია.

 პირველ კურსზე მოდიან სტუდენტები, რომელთა ზოგადი განათლების დონე ძალინ დაბალია. ხშირად უნივერსიტეტს უწევს იმ საქმის კეთება,რაც სკოლას უნდა გაეკეთებინა, შესაბამისად, ხელი ეშლება უმაღლესი განთლების პროგრამის ათივისებას. არსებობს კიდევ ერთი ტრადიციული პრობლემა: - ყველაუნდა დიპლომი. ამ ბოლო დროს სახელმწიფო მხარს უჭერს პროფესიული განათლების მიღებას და მიმაჩნია, რომ ამ კუთხით მუშაობა აუცილებლად გასააქტიურებელია, რადგან არ არის სავალდებულო უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ქონა. ჩვენ სხვა დროში ვცხოვრობთ ,სადაც არანაირი სამსახური არაა სათაკილო.

 

უმაღლესში უნდა წავიდეს მხოლოდ ის, ვისაც აკადემიური ცოდნის მიღება უნდა და ეს რაოდენობა ცოტა უნდა იყოს, ვინაიდან შრომითი ბაზარი ვერ ასაქმებს ამდენ დიპლომიან ადამიანს. რეფორმები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და საბოლოოდ დაიხვეწოს განათლების სისტემა“ - ამბობს მზია თადუმაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

როგორც ინტერვიუებიდან გამოიკვეთა განათლების რეალობა  არადამაკაყოფილებელია, ხოლო პრობლემები ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის - თანაბრად შესამჩნევი.        

ამრიგად ,აღნიშნული პრობლემების დასაჭრელად აუცილებელია სახელმწიფომ   მოახდინოს განათლების სფეროს მთლიანი სიტემის რეფორმა და დასავლურ სტანდარტებთან მიახლოება.

 

 ავტორი:ივლიტა გოგუა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 742
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია