დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გამოკითხვა
ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მედეიკამენტების ნაკლებობაა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/11/20 12:12:20

„წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის“ ქუთაისის ცენტრმა ქუთაისის №2 სასაჯელაღსრულების დაწსებულებაში განახორციელა კვლევა, რომლის მიზანსაც პენიტენციურ დაწესებულაბაში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის მონიტორინგი  წარმოადგენდა.

 

კვლევა მიმდინარე წლის მაისსა და ივნისის პირველ ნახევარში განხორციელდა, ჯამში გამოიკითხა 78 რესპონდენტი, აქედან 20 ყოფილი პატიმარია, რომელთა გამოკითხვაც შემთხვევითი შერჩევით მოხდა.

 

გამოკითხულთა 75%–ს სხვადასხვა ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემები აქვს.

 

ქუთაისის №2 დაწესებულებაში მედიკამენტების და ექიმების  სიმწირეა, თუმცა გამოკითხულთა უმეტესობა ადასტურებს, რომ წინა წლებთან შედარებით, მედპერსონალის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული.

 

„ჩვენი ცენტრი მონაწილეობს „ვესტმისტერის ფონდის“ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც №2 დაწესებულებაში  ჩავატარეთ კვლევა. გამოიკვათა რიგი ხარვეზები, რაც ამ დრომდე არის დაწესებულებაში. აღნიშნული ხარვეზების შესახებ ჩვენ უკვე ვაცნობეთ სასჯელაღსრულების სამინისტროს, ასევე ვაპირებთ, რეკომენდაციით მივმართოთ პარლამენტის ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებს," – აღნიშნა ცენტრის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა ანა ჩაფიძემ.

 

დღესვე კვლევის ფარგლებში გადაღებული ფილმის პრეზენტაცია გაიმართა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2540
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია