დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ისტორიული ექსპერიმენტი - თელავის ღვინის მარნის ჭაჭა მსოფლიოში პირველად, მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ გემით მიემგზავრება...
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2023/01/03 19:29:35
თელავის ღვინის მარანი დიდი ექსპერიმენტისთვის ემზადება!

პირველად მსოფლიოში, ქართული ჭაჭა მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ მიემართება გემით, რამდენიმე თვის განმავლობაში ზღვასთან სიახლოვეში დასავარგებლად.
ამ ინიციატივის შთაგონების წყარო მსოფლიო მოგზაურების მიერ გადმოცემული ისტორიებია, რომლებმაც ჯერ კიდევ საუკუნეების წინ აღმოაჩინეს ზღვის ტემპერატურის, ტენიანობის და ტალღებზე მუდმივი რწევის სასიკეთო ზეგავლენა სპირტიან სასმელებზე.
დეკემბრის თვეში განსაკუთრებული ჭაჭის მარაგებით სავსე მუხის კასრები სპეციალურად მომზადებულ კონტეინერში მოთავსდა და საქართველოს ზღვისპირეთში გაემგზავრა. გემით მოგზაურობა ფოთიდან დაიწყება, მომდევნო ექვს თვეს მარანის ჭაჭა ზღვებსა და ოკეანეებში მოგზაურობაში გაატარებს და ამავდროულად რამდენჯერმე გადაკვეთს ეკვატორის ხაზს.
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 281
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია