დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ციხის ეკონომიკა
სუბარის სამინისტრო პატიმრების შეკერილ ფეხსაცმელებს შეიძენს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/19 16:38:20

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინიტრის მოადგილის გიორგი გიორგაძის განცხადებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს კონკრეტულ კომპანიასთან, რომელიც რუსთავის ციხეში საწარმოს აამოქმედებს.

ამ საწარმოში სამინისტროს თანამშრომლებისთვის ფეხსაცმელი შეიკერება. სამინისტრო ყოველწლიურად 3,000 წყვილ ფეხსაცმელს ყიდულობს, ამ საწარმოს ამოქმედების შემდეგ კი შევძლებთ ფეხსაცმლის შეძენას თითქმის ნახევარ ფასად, აღნიშნვას გიორგაძე.

სამინისტრო ინვესტორს, რომელთანაც 10- წლიანი კონტრაქტი ფორმდება, შენობა-ნაგებობებს გადასცემს, თავად ინვესტორმა კი უნდა შემოიტანოს დანადგარები. პირველ ეტაზე 40 მსჯავრდადებული დასაქმდება, შემდგომ სულ მცირე 300 - უნდა ჩაერთოს, აღნიშნავს გიორგაძე.

გიორგაძის თქმით, სავარაუდოდ, ახალი წლიდან გაიხსნება გლდანის თავისუფალი შეზღუდვის დაწესებულება, და სამინისტრო მოლაპარკებებს აწარმოებს კომპანიებთან, რათა დააინტერესოს, ბიზნესი წარმართონ და პატიმრები დაასაქმონ.

გიორგაძის თქმით, ბიზნესის უმრავლესობა თავს იკავებს ასეთი პროექტებისგან. დარწმუნებული ვარ, როცა რუსთავის პირველი პროექტი წარმატებით განხორციელდება, სხვები შეიცვლიან აზრს, აცხადებს ის.

სტატიაში მოყვანილი მონაცემებით, თუ 2011 წელს პატიმართა რაოდენობა 24,114-ს შეადგენდა, 20012 წელს - 19,349-ს, ამჟამად - 9,085-ს. ამ ეტაპზე სამინისტრო პატიმართა კლასიფიკაციას იწყებს საშიშროების რისკის შეფასების მიხედვით.

 

"BPI"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2889
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია