დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წიგნის პრეზენტაცია "სიყვარული გადაგვარჩენს"
2016/06/03 09:48:54

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში არჩილ ალექსიშვილის ლექსების წიგნის ,,სიყვარული გადაგვარჩენს" პრეზენტაცია მოეწყო, რომელსაც თანამედროვე ქართველი მწერლები, პოეტები, ხელოვანები, ქართველები ჰერეთიდან, და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.



,,სიყვარული გადაგვარჩენს" - ლექსთა კრებული სავსეა ეროვნული სულისკვეთებით გაჟღენთილი ლექსებით.

არჩილ ალექსიშვილის შემოქმედება მკითხველს ქალის - მეუღლის, სამშობლოს და ახლობელი ადამიანების სიყვარულზე მოუთხრობს და სითბოთი,სიყვარულის გრძნობით ავსებს.



საღამო გააფორმა ქართველმა მომღერალმა გოჩა ჭაბუკაიძემ, პიანისტმა ნიკოლოზ ადამიამ და სხვა ახალგაზრდულმა ანსამბლმა. სიტყვით გამოვიდნენ ზურაბ პაპიაშვილი (პოეტი ჰერეთიდან), ნინო კემულარია (პოეტი) და სხვა ხელოვანები.



ამ დღეს მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეთვალიერებინათ მხატვარ გიორგი მელუას თანამედროვე აბსტრაქციონისტული და რომანტიული ექსპრესიონიზმის ჟანრის 50-მდე ნახატი, რომლებიც მხატვარმა ამერიკაში ცხოვრების პერიოდში და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შექმნა.



წელს გიორგი მელუას ნახატების მეორე გამოფენა მოეწყო, რომელიც 2 ივნისამდე გაგრძელდა.

გიორგი მელუა პროფეესიით ჟუნრალისტია არის არა აერთი წიგნის ავტორი, პოპულალური სამეცნიერო ნაშრომის (უფულოგიაში - მეცნიერება ანომალიური და უცხო პლანეტების შესახებ) ავტორი.



საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც იგეგმება.

 

მანანა ლეშკაშელი

გიგა დოსმიშვილი                      


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5954
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია