დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
გისოსებს მიღმა
ციხეებში წამების ფაქტების მასშტაბური კვლევა იწყება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/01 16:09:28

წამების კადრების გავრცელებიდან ერთი წლის შემდეგ ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველები მასშტაბურ კვლევას იწყებენ, რომელიც შეისწავლის წამებისა და არააადამიანული მოპყრობის მოტივებს ქართულ ციხეებში და მის როლს ქართული მართლმსაჯულების სისტემაში.  კვლევის პროცესში გამოიკითხავენ  1200 მსჯავრდებულს, რომელთაგან 600 ყოფილი პატიმარია.

კვლევის პროექტის პრეზენტაცია  სასტუმრო „ქორთიარდ-მარიოტში" დღეს გაიმართა

კვლევის შედეგები 2014  წლის პირველ ნახევარში  გამოქვეყნდება და უპასუხებს ძირითად შეკითხვებს: რა ძირითადი ფაქტორები განაპირობებდა წამებას, რა მიზანი ჰქონდა წამების ფოტო- ვიდეო დოკუმენტირებას,   წამების რა ფიზიკური და ფსიქოლოგიური მეთოდები იყო ყველაზე ხშირად გამოყენებული, წამება ხდებოდა  გარკვეულ ციხეებში თუ ქვეყნის სრული მასშტაბით, ხდებოდა ეს ციხის ადმინისტრაციის კონკრეტული ჯგუფის ფარგლებში, თუ ეს იყო ოფიციალური პოლიტიკა.

კვლევაში ყურადღება გამახვილდება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განხორციელებულ ცვლილებებზეც.

კვლევის საფუძველზე საერთაშორისო ექსპერტები საქართველოს მთავრობას გადასცემენ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ციხის მართვა და  როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მომავალში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა.

კვლევის პროექტის პრეზენტაციასთან დაკავშირებით საქართველოს ეწვია   ციხის საერთაშორისო რეფორმის დამაარსებელი და ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი ბარონესა ვივიენ სტერნი,   რომელიც კვლევის პროცესში იქნება ჩართული. ასევე,  პროფესორი ენდრიუ ქოილი, ციხის კვლევების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის მრჩეველი სასჯელაღსრულების საკითხებზე.

კვლევის სამუშაო ჯგუფი აერთიანებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს.

 კვლევას ახორციელებენ:

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ციხის საერთაშორისო რეფორმა, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი - ემპათია, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, ახალგაზრდები სამართლიანობისთვის, საზოგადოებრივი დამცველი, ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი და გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში.

 კვლევას ფონდი "ღია საზოგადოება–საქართველო" დააფინანსებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3025
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია