საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მწერალთა სახლი ყოველწლიური ლიტერატურულ პრემიის ლაურეატს გამოავლენს
2015/05/15 13:34:07

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალი და ყოველწლიური ლიტერატურული პრემია

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და მწერალთა სახლის ორგანიზებით, წელს პირველად, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ჩატარდება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, წელსვე დაწესდება ყოველწლიური ლიტერატურული პრემია, რომლის მიზანიც ლიტერატურული პროცესების წახალისება და გააქტიურებაა.

 

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალ 2015 წლის 18-23 მაისს ჩატარდება.

 

ფესტივალის ფარგლებში თბილისს ეწვევა 25-მდე უცხოელი მწერალი და პოეტი, მათ შორის ლიტერატურული წრეებისათვის კარგად ცნობილი ბელარუსი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი, უკრაინელი ავტორი სერგეი ჟადანი, ფრანგი მწერალი ფილიპ ბესონი, აგრეთვე, ამერიკელი, გერმანელი, ინგლისელი, იტალიელი და პოლონელი ავტორები.

 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მწერალთა სახლის მიერ, დაწესდება ყოველწლიური ლიტერატურული პრემიაც, რომელიც სხვადასხვა ნომინაციაში გაიცემა.

 

კონკურსის შედეგებს მწერალთა სახლის მიერ წარმოდგენილი ჟიური შეაფასებს, რომელიც 5 წევრისგან  შედგება. ჟიურის შემადგენლობა ყოველწლიურად შეიცვლება; მასში ის მწერლები და ლიტერატორები შევლენ, რომელთა ნაწარმოებიც ამ წელს საკონკურსოდ არ განიხილება.  გამარჯვებულის გამოვლენა (მინიმუმ 3 ხმის მიღების შედეგად) ფარული კენჭისყრით მოხდება.

 

 

პროექტის მიზანი მიმდინარე ლიტერატურული პროცესების მხარდაჭერა, შემოქმედებითი პროცესების გააქტიურება და ახალი, საინტერესო ლიტერატურული ნაწარმოებების შესაქმნელად  ავტორთა წახალისებაა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1718
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია