დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტში მარეგულირებელი კომისიის ყოფილ თავმჯდომარეებს მოუსმინეს
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/09/26 16:22:47

დღეს, ,,კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისსაქმიანობის შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიაში, მარეგულირებლის ყოფილ თავმჯდომარეებს დიმიტრი ქიტოშვილს და გიორგი არველაძეს უსმენდნენ. შეხვედრაზე განიხილეს მათი მუშაობის  პერიოდში მარეგულირებელ კომისაში განვითარებული მოვლენები. დღეს, ასევე დაგეგმილი იყო ტელეკომპანია ,,ალანიასმფლობელების დაკითხვაც, თუმცა, არც ერთი მათგანი კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა.

 დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის თინა ხიდაშელის განცხადებით, კომისიამ ისინი განმეორებით დაკითხვაზე 3 ოქტომბერს დაიბარა და თუ კვლავ არ გამოცხადდებიან, მაშინ, კომისია უფლებამოსილია კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენოს და ,,ალანიასმესაკუთრეები იძულების წესით მიიყვანოს  სხდომაზე.  "დღევანდელი სხდომა ძირითდა 2004 -2009 წლების საქმიანობას შეეხო.  განხილვის მთვარი  თემა  ტელეკომპანია ,,ალანიას საკითხი იყო, თუმცა, ტელევიზიის არც ერთი წარმომადგენელი შეხვედრაზე არ გამოცხადდა. იმ შემთხვევაში, თუ ისინი განმეორებით ჩანიშნულ დაკითხვასაც არ დაესწრებიან, გამოვიყენებთ კანონით მონიჭებულ უფლებას და ვაიძულებთ მათ დაკიხვაზე მოსვლას",– განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, დაკითხვების შედეგად გამოიკვეთა მარეგულირებლის დისკრიმინაციული მიდგომები ტელევიზიებთან მიმართებაში, კერძოდ,  მარეგულირებელი შერჩევით ახდენდა ტელევიზიების სანქცირებას.

"აჯარიმებდნენ ერთ  კომპანას და  ვერ ხედავდნენ მეორე დარღვევებს. თუ რატომ ხდებოდა ეს, ამაზე  პასუხი არ აქვთ.   ამ  დისკრიმინაციულ მიდგომებში ჩართული იყო როგორც მარეგულირებელი, ასევე თვითონ ტელევიზიებიც. სწორედ აქედან დაიწყო პრობლემების მთელი კასკადი. კანონი უნდა იყოს სამართლიანი და  არ უნდ ყავდეს მსხვერპლები და ფავორიტები“-განაცხადა თინა ხიდაშელმა."

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2617
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია