დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით, 250-მდე დაწყებითი კლასის მასწავლებელი უკვე გადამზადდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/07/17 15:09:00

გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაშიპროგრამის სასკოლო სივრცეში ინტეგრირების მიზნით, დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისა და კურიკულუმის ექსპერტების გადამზადების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პირველ ეტაპზე, 250-მდე დაწყებითი კლასის მასწავლებელი უკვე გადაამზადა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გადამზადებულ მასწავლებლებს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ პედაგოგებს სერტიფიკატები და დამხმარე სახელმძღვანელოებიგარემოსადცვითი და აგრარული განათლება სკოლაშიგადასცა.

 

დაწყებით საფეხურზე გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების საგნობრივ ჭრილში ინტეგრირება და მრავალფეროვანი აქტივობებით მოსწავლეებში სწორი შეხედულებებისა და ქცევების ფორმირება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც გვაახლოებს ჩვენ საერთო მიზანთან - გვყავდეს განათლებული, სწორი ღირებულებების მქონე მომავალი თაობა, რომელიც  შეძლებს არსებული პრობლემების გადაჭრას და რომლისთვისაც თანაბრად მნიშვნელოვანი იქნება გარემოს დაცვა, სოციალური კეთილდღეობა თუ ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

 

პროგრამის ფარგლებში, 50 000 პედაგოგის შესაძლებლობები  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით მომზადებული სახელმძღვანელოს გამოყენებით გაძლიერდება, ხოლო 500 000 მოსწავლე ბაზისურ ცოდნას მიიღებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა მდგრადი განვითარება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, წყლის რესურსების დაცვა, ჰაერის დაცვა დაბინძურებისგან, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების შემცირება, ნარჩენების მართვა, მიწის მართვა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, მდგრადი სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა და ხარისხი.

 

პედაგოგებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოგარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაშიგარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში მომზადდა. სახელმძღვანელო მოიცავს გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ისეთ მნიშვნელვან საკითხებს, რომელიც მარტივად ადაპტირებადია დაწყებითი კლასების (I-VI კლასი) მოსწავლეებისთვის.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 522
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია