საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
წყალტუბოელებო, წინასწარ ჩაეწერეთ სასწრაფოს რიგში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/28 15:42:54

არ გეგონოთ, დამავიწყდით, ბაბულიებო, ვერ მევიცალე ამდენხანს, ხან რა და ხან რა გამომიჩთა საკეთებელი, ახლა მოსავალს მივხედე სოფელში და, ა, ქე მევედი თქვენთან ბაასის ხასიათზე.

წყალტუბოში ჩემი კაი ბიძაშვილი მომიკვტა და პანაშვიდზე ვიყავი გუშინწინეებზე. კი იყო ასაკიანი, მარა მაინც ქე დამწყვიტა გული. ნამეტანი უყვარდა ყველას. ისე გამწარებული მოთქვამდა მისი რძალი, ქალიშვილს არ უდენია გონია, იმდენი ცრემლი. კაცები რას მეტყოდენ და, ჩემი რძალის მოთქმა-ვიშვიშით ქე გავარკვიე, რაფრა უღმერთოთ მომკვტარა ე ჩემი ბიძაშვილი.

არ იყო მთლად დაჩაჩანაკებული, გული და უჰაერობა აწუხებდა პატარა ამ სიბერეში. წამლებს და მოვლა პატრონობას არ აკლებდენ შვილები. ხოდა, ქე გამხდარა უცებ ცუდად, უჰაერობა დამართია და დაწოლილა ლოგინში. გამოუძახია სასწრაფო რძალს, მარა რათ გინდა. დისპეჩერია თუ ვინ ოხერი, ასე უთქვია, ჩაგწერთ რიგში და როცა მოვა თქვენი დრო, გამოუშობთ სასწრაფოსო, რა ვქნათ, 2 სასწრაფოს მეტი არ გვყავს წყალტუბოშიო. თუ ნამეტანი გლახათაა, იქნება თქვენ მიიყვანოთ ექიმამდეო. რაფრა მიიყვანდნენ, კაცი ფეხზე ვეღარ დგებოდა თურმე.

ხოდა, სანამ ამ ჩემი ბიძაშვილის რიგი მევიდა, ქე შეეკრა მთლად სუნთქვა და... მეზარალა ეს ბუნჩულა კაცი.

არა, რა მიკვირს, იცით, ყველაფერი გამიგია, მარა სასწრაფოს  რიგში ჩაწერა რას ქვია, კაცო? სასწრაფოს რიგია, თუ სიკდილის რიგი?

გვითხრას ბარემ ჩვენმა მთავრობამ!

 

ასეა, ბაბუებო და წყალტუბოელებო, არ გეწყინოთ ბებერი ქაიხოსროსგან და ერთ რაცხას გაგაფთხილებთ - წინასწარ ჩეეწერეთ სასწრაფოს რიგში, ღმერთმა დაგიფაროთ, მარა, ვინ იცის, რა დროს დაგჭირდებათ...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2888
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია