დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კალაძე - ინვესტიციების შემოდინების კუთხით ენერგეტიკის სექტორი პირველ ადგილზეა
ავტორი:
2013/09/12 13:11:15
კახა კალაძე - ინვესტიციების შემოდინების კუთხით ენერგეტიკის სექტორი პირველ ადგილზეა "დღეს ამაყი ვარ იმიტომ, რომ ინვესტიციების შემოდინების კუთხით ენერგეტიკის სექტორი პირველ ადგილზეა",- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, შარშანდელ ანალოგიურ თვეებთან შედარებით ინვესტიციების რაოდენობა 20%-ით არის გაზრდილი.
მინისტრის განცხადებით, ინვესტორებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების შეტანა ძალიან მნიშვნელოვანია.
"ეს განპირობებულია იმ მიზეზებით, რომ როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში დავიწყეთ არსებული მემორანდუმების შესწავლა, რომლებიც წლების წინ იყო გაფორმებული. უმრავლესობაში ინვესტორებთან არსებობდა პრობლემები, იყო გარკვეული კითხვები მათი მხრიდან, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ შევიმუშავეთ ახალი ცვლილებები, უფრო გამარტივებული, უფრო საინტერესო და შედეგად უფრო მეტი ინვესტიციები წამოვა ამ მიმართულებით" , - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, შემოსული ინვესტიციები აისახება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზეც. ამასთან, მინისტრის განცხადებით, ძველი რეგულაციებით, ძველი მემორანდუმების გათვალისწინებით პრობლემები ჰქონდათ "ბახვი 3"- ს, "ინტრიში ჰესს", "ნაბეღლავი ჰესს" და "ხუდონჰესს" და ახალი რეგულაციებით ამ ინვესტორებს მიეცათ საშუალება, რომ თავიანთი საქმიანობა გააგრძელონ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1978
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია