დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ქართული ხილ-ბოსტნეულის ექსპორტს მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობის ცალმხრივად პრეფერენციული რეჟიმი აფერხებს
ავტორი:
2013/08/30 18:44:02
„როსპოტრებნადზორის“ შემდეგ, საქართველოში სპეციალისტები “როსსელხოზნადოზრმა“ მოავლინა. ღვინისა და კონიაკის შემდეგ, ამჯერად სანიტარულ - ჰიგიენური ნორმატივების გავლა ქართულ ხილს, ციტრუსსა და ბოსტნეულს მოუწევთ.”როსსელხოზნადზორმა” ერთკვიარიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მოიარა - დაათვალიერა ლაბორატორიები და საწარმოები. დარგის სპეციალისტებმა რუს კოლეგებს სურსათის უვნებლობის კონტროლის მთელი ჯაჭვი გააცნეს და მათ დასკვნას ელოდებიან, რის საფუძველზეც, სავარაუდოდ, „როსსელხოზნადზორის" 2006 წლის ემბარგოს ბრძანება გაუქმდება მაღალი რისკის მატარებელი სოფლის მეურენობის პროდუქტის იმპორტზე. დაბალრისკიანი პროდუქციის (სუნელი, ჩირი...) იმპორტზე შეზღუდვა ივნისში უკვე გაუქმდა.ქართველი მწარმოებლები დადებით დასკვნას ელიან და იმედოვნებენ, რომ ექსპორტის შემოვლითი გზით განხორციელება აღარ მოუწევთ; სამართლიანი სქემა შედგება და დისტრიბუციისას ბარიერები აღარ შეექმნებათ, რისგანაც არც სატრანზიტო ქვეყნების ბაზრებზე არიან დაზღვეულები.ვრცლად: ქართული ხილ-ბოსტნეულის ექსპორტს მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობის ცალმხრივად პრეფერენციული რეჟიმი აფერხებს
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1827
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია