დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" CENN-ის ეკობანაკს უმასპინძლა
ავტორი:
2013/08/29 18:55:02
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დღეს CENN-ის ეკობანაკს ჟინვალში უმასპინძლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აცნობეს , გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიაზაცია CENN-ის მიერ შექმნილ ეკობანაკს უმასპინძლა, რომელიც წელს საქართველოსა და სომხეთის სკოლების მოსწავლეებით არის დაკომპლექტებული. "კომპანიამ ეკობანაკის მონაწილე ქართველი და სტუმრად მყოფი სომეხი მოსწავლეებისთვის სპეციალური საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტური მოაწყო. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სპეციალისტები დღეს დილიდან უწევდნენ მეგზურობას ეკობანაკსა და CENN-ის წარმომადგენლებს. 25-მდე მოზარდს თბილისის წყალმომარაგების ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტის საქმიანობის გაცნობის საშუალება მიეცა, როგორიცაა ჟინვალის ჰიდროკომპლექსი. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" უნიკალური ობიექტის მონახულებისას მოსწავლეებმა საკუთარი თვალით იხილეს ის ძირითადი ტექნოლოგიური პროცესები, რომელსაც ნედლი წყალი პროდუქტად - სასმელ წყლად - გარდაქმნის პროცესში გადის, მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია თბილისში სასმელი წყლის ხარისხის შესახებ და თავად დარწმუნდნენ, რამდენად უსაფრთხოა ონკანის წყლის მოხმარება დედაქალაქის მოსახლეობისთვის", _ განმარტავენ კომპანიაში. კომპანიის წარმომადგენლებმა მოზარდებს თემატური საინფორმაციო ფლაერებიც დაურიგეს, რომლებიც წყლის რესურსების დაზოგვის აუცილებლობასა და თბილისში სასმელი წყლის ხარისხის თაობაზე საინტერესო მასალას მოიცავს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1759
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია