დაისვენე კურორტ ახალდაბაში
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
ავტორი:
2013/09/11 16:56:04
შსს-ს ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი კორნელი მ. დააკავეს. სამართალდამცველებმა, კორნელი მ. ქობულეთის რაიონის სოფელ ცეცხლაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ოპელის“ მარკის ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს. ავტომანქანის ჩხრეკისას „ა-კა-ემ“-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და 29 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ს 236 მუხლის 3-ე ნაწილით).
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1560
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია