დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მუფთი ჯემალ პაქსაძე გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს
ავტორი:
2013/08/30 13:40:02
მუფთი ჯემალ პაქსაძე კარდიოლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე ხელვაჩაურში მდებარე სამედიცინო კლინიკა "მედინაში" კარდიოლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" კლინიკის მიმღებში დაუდასტურეს.როგორც "ქართველ მუსლიმთა კავშირის" ხელმძღვანელმა ტარიელ ნაკაიძემ აღნიშნა, მუფთს გულის შეტევა ჰქონდა. მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ჭელას მინარეთთან დაკავშირებულმა მოვლენებმა მუფთის ჯანმრთელობაზე გავლენა იქონია. მისივე თქმით, ჯემალ პაქსაძე დღეს პარასკევის ლოცვას ვერ აღავლენს."კლინიკა "მედინაში" მოვინახულე მუფთი ჯემალ პაქსაძე. ამ ეტაპზე სიტუაცია სტაბილურია. მას გულის შეტევა ჰქონდა. ვფიქრობ, იმ სიტუაციაში, რაშიც ბოლო დღეების განმავლობაში მუფთი იმყოფებოდა, ამ შედეგამდე მიიყვანა. ის დღეს პარასკევის ლოცვას ვერ დაესწრება, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე", - აღნიშნა ტარიელ ნაკაიძემ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1747
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია