დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ბიძინა ივანიშვილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ცალკეული უწყებების ცუდ შედეგებს ტექნიკურ პრობლემებს უკავშირებს
ავტორი:
2013/09/12 13:11:10
ბიძინა ივანიშვილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ცალკეული უწყებების ცუდ შედეგებს ტექნიკურ პრობლემებს უკავშირებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილი საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით ცალკეული საჯარო უწყებების ცუდ შედეგებს ტექნიკურ პრობლემებს უკავშირებს.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევის პრეზენტაციაზე განაცხადა, აქვს პრეტენზია, რომ კორექტული შეკითხვების დასმის შემთხვევაში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი 100 %-იან შედეგს მიიღებს.
"ვფიქრობ, აქ შეკითხვების დასმის პრობლემაა და თუ თქვენ მოსთხოვთ უწყებებს იმას, რაც მოსათხოვია, უნდა მიიღოთ 100%-იანი პასუხი. ტექნიკური პრობლემების გარდა სხვა პრობლემას ვერ ვხედავ. ეს უკვე პრინციპული დამოკიდებულებაა. ადრე თავდაცვის სამინისტრო არანაირ ინფორმაციას არ გაწვდიდათ, ახლა კი გაცემული ინფორმაციების რაოდენობა 86%-მდე გაიზარდა, ამიტომ, ვფიქრობ, კითხვები კორექტული უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში, წარმოუდგენელია, რომელიმე სამინისტრომ რამე დამალოს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერის შეფასებით, წინა ხელისუფლების პირობებში უწყებები საჯარო ინფორმაციას, პრაქტიკულად, არ გასცემდნენ, ამ მხრივ ყველაზე დახურული კი უშიშროების საბჭოს აპარატი იყო.
"გიგა ბოკერიას მიერ, რომელიც წინა მთავრობის ყველაზე დიდი იდეოლოგია, ლობისტებზე გადახდილი თანხა 16 მლნ-ზე მეტი იყო. აღნიშნული თანხიდან კი ნაღდ ფულს, 300-400 ათასი ლარის ოდენობით ხელზე იღებდნენ ელჩები. აღნიშნული დოკუმენტი გრიფით "საიდუმლო" იყო და არავინ იცოდა, რაში იხარჯებოდა ბიუჯეტის თანხები, ჩვენ კი ხალხს არ ვატყუებთ. ამას არ ვიკადრებთ. წინა ხელისუფლება ინფორმაციას პრინციპულად მალავდა, რაც სირცხვილია", - განმარტა პრემიერ-მინისტრმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1976
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია