დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ბათუმის მეჩეთში ლოცვისთვის მოწოდება დღეს მიკროფონით შესრულდა
ავტორი:
2013/08/28 14:08:02
ბათუმის მეჩეთში ლოცვისთვის მოწოდება დღეს მიკროფონით შესრულდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მეჩეთის მინარეთიდან მორწმუნეებს სალოცავად მისასვლელად მიკროფონით მოუწოდეს. ეს წესი - ეზაანი ჩვეულებრივ მიკროფონით მხოლოდ პარასკეობით სრულდება, დღეს კი გამონაკლისი დაუშვეს. მორწმუნეები ლოცვის დასრულების შემდეგ ბათუმის თეატრთან, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან მსვლელობით გადაინაცვლებენ და ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟს გააპროტესტებენ. აქცია ილია ჭავჭავაძის ძეგლთან 15.00 საათისთვის დაიწყება.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2096
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია