დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ხულოში ტყითსარგებლობის კანონდარღვევის ფაქტები გამოვლინდა
ავტორი:
2013/08/29 11:04:02
ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოსა და ბუნბერივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ტყითსარგებლობის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამსახურის თანამშრომლების მიერ გამოვლინდა. კერძოდ, მრგვალი ხე-ტყის (მორი) პირველადი გადამუშავების უკანონოდ მოქმედი 5 სახერხი საამქრო, ორ რეგისტრირებულ სახერხ საამქროზე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევისა და ხე-ტყის უკანონოდ ჭრის ფაქტები. "სამართალდამრღვევთა მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები, რომლებიც განსახილველად სასამართლოს გადაეგზავნება. სამართალდამრღვევ პირებს ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისათვის, გარდა ჯარიმისა, ასევე დაეკისრებათ გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ხოლო ამოღებული დაუმარკირებელი მორები კონფისკაციას დაექვემდებარება", _ აცხადებენ სამინისტროში. უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ხე-ტყის უკანონო მოპოვების 200-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1628
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია