დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატი ვერ გახდა
ავტორი:
2013/09/06 14:45:02
საქალაქო სასამართლომ "საქართველოს გზის" ლიდერის სალომე ზურაბიშვილის სარჩელი ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დააკმაყოფილა. ადვოკატებს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება ორი დღის ვადაში შეუძლიათ. ზურაბიშვილს ადვოკატირებას საია უწევს. ზურაბიშვილის სარჩელი ცესკოს 3 სექტემბრის იმ გადაწყვეტილების ეხება, რომლის თანახმადაც მას არ მიეცა საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების საშუალება. ამ დროისთვის მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე სათათბიროდ გავიდა. სასამართლო პროცესი მოპასუხე მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც მოითხოვდა, რომ სასამართლოში შესული სარჩელი ბათილად ყოფილიყო ცნობილი რადგანაც, როგორც მოპასუხე მხარემ აღნიშნა, სარჩელი სასამართლოში არაუფლებამოსილმა პირმა შეიტანა. აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე, ხოლო მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს აქვს უფლება იყოს ორმაგი მოსამართლე მანამ სანამ არ გაიმარჯვებს არჩევნებში და ინაუგურაციაზე არ დადებს ფიცს, რასაც მოპასუხე მხარე არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი პოტენციური პრეზიდენტია. სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია თუ რას ნიშნავს იყო პოტენციური პრეზიდენტი, მან მხოლოდ იცის რას ნიშნავს პრეზიდენტობის კანდიდატი. სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ იგი საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდებამდე, შეხვდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და გაესაუბრა სწორედ აღნიშნულ საკითხზე. მისი თქმით, იგი ბრძოლაში გაურკვევლად ჩართვას არ აპირებდა. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მოპასუხე მხარის განცხადება, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში იგი ინაუგურაციამდე ვერ მოასწრებს საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას, სიმართლეს არ შეესაბამება. ზურაბიშვილმა სასამართლო პროცესზე პირობა დადო, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში იგი დაუყონებლივ იტყვის საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1490
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია