დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბიძინა ივანიშვილი - საზოგადოებრივ მაუწყებელს "ნაციონალური მოძრაობა" ტოტალურად აკონტროლებდა
ავტორი:
2013/09/12 12:56:08
ბიძინა ივანიშვილი - საზოგადოებრივ მაუწყებელს "ნაციონალური მოძრაობა" ტოტალურად აკონტროლებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს ძველ გუნდს უკავშირებს. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო " რედისონში " განუცხადა, საზოგადოებრივ მაუწყებელს "ნაციონალური მოძრაობა" ტოტალურად აკონტროლებდა და მათი არჩეულია სამურვეო საბჭო.
"საზოგადოებრივ მაუწყებელს "ნაციონალური მოძრაობა" ტოტალურად აკონტროლებდა. მათი არჩეულია საბჭო. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ის ცვლილებები, საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებაში რაც მოხდა, გასაგები ყოფილიყო ევროპელებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად დავიცავით საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებაში პარიტეტი. ვცდილობდით, რომ თანმიმდევრულად გარდაქმნილიყო და ჩამდგარიყო საზოგადოების სამსახურში. ვფიქრობ, ეს არის მცდელობა ძველი გუნდისგან, რაც ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში. მე არ მინდა დიდი დასკვნები გავაკეთო აღნიშნულ თემასთან მიმართებაში", - აღნიშნა ივანიშვილმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1549
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია