დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პატრიარქი სამი დღით სვანეთს ესტუმრება
ავტორი:
2013/08/30 09:25:03
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამი დღით სვანეთს ესტუმრება. როგორც "ინტერპრესნიუსს" მესტიისა და ზემო სვანეთის მთავარეპისკოპოსმა ილარიონმა განუცხადა, სვანეთში კათოლიკოს-პატრიარქი 30-31 აგვისტოსა და 1-ელ სექტემბერს იქნება. მეუფის განცხადებით, პატრიარქის ვიზიტის პროგრამით, დღეს მესტიის წმინდა გიორგის სახელობის ძველ სკათედრო ტაძარში პარაკლისი ჩატარდება. შემდეგ უწმინდესი წმ. ილარიონ ქართველის სახელობის სკოლა-გიმნაზიას ესტუმრება და პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდება და დალოცავს. ასევე, წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის დედათა მონასტერში ტაძრს მოილოცავს. 31 აგვისტოს დაგეგმილია ლატალში ჩასვლა და მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის მოლოცვა, იქ დაბრძანებული სიწმინდეების მონახულება, რომლებიც წლების განმავლობაში ოჯახებში ინახებოდა და ამჟამად ტაძარშია დაბრძანებული. უწმინდესი ასევე ლატალში იონა წინასწარმეტყველის სახელობის მამათა სამონასტო კომპლექსს მოინახულებს, სადაც მცირე პარაკლისი აღევლინება. პატრიარქი ლატალის საკვირაო სკოლასაც ეწვევა, სადაც მთავარეპისკოპოსის განმარტებით, თექას, მინანქარს, ქარგვას ასწავლიან და ხატწერის დამკვიდრება სურთ. დღის ბოლოს ახლად აღდგენილი მესტიის მუზეუმის მოლოცვა-მონახულება იგეგმება. 1-ელ სექტემბერს კი მესტიაში აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძრის კურთხევა მოხდება, რომელიც 08.00 საათზე დაიწყება. შემდეგ ტაძარში პატრიარქი მიბრძანდება და საკვირაო წირვას აღავლენს. წირვის შემდეგ უწმინდესი უშგულში გაემგზავრება, სადაც ლამარიის, ანუ ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტრს მოინახულებს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1642
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია