დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ბაქრაძე ადიგენში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს
ავტორი:
2013/08/30 12:29:02
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი ადიგენში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. როგორც დავით ბაქრაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისფლებამ ვერ შეძლო, აღეკვეთა ქვეყანაში დაძაბულობის ახალი კერის გაჩენა."შემოსავლების სამსახურის გაუაზრებელი და უგუნური ნაბიჯები გახდა პირდაპირი მაპროვოცირებელი ფაქტორი დაძაბულობის ამ კერის გაჩენაში. მთავარი პასუხისმგებლობა ქვეყანაში სტაბილურობაზე, მშვიდობასა და სამოქალაქო თანხმობაზე ეკისრება ხელისუფლებას. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ ამის გაკეთება ვერ შეძლო. უფრო მეტიც, ზოგიერთი მინისტრის არაადეკვატური განცხადება ამ დღეებში ფაქტობრივად გახდა ცეცხლზე ნავთის დასხმა დაძაბულობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, მისთვის მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში სიმშვიდის და სტაბილურობის შენარჩუნება, სამოქალაქო თანხმობის გაძლიერება და ერთმანეთის პატივისცემაზე დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების შექმნა იქნება.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1598
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია