დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კალაძემ ენერგოსექტორში მომუშავე და პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრა გამართა
ავტორი:
2013/09/12 12:06:09
კახა კალაძემ ენერგოსექტორში მომუშავე და პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრა გამართა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ენერგოსექტორში მომუშავე, ასევე პოტენციურ ინვესტორებთან სასტუმრო " თბილისი მარიოტში " შეხვედრა გამართა. მინისტრმა ინვესტორებს "საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონიმიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ" მთავრობის დადგენილებაში განხორციელებული ცლილებები გააცნო.
ახალი რეგულაციების მიხედვით, სამინისტრო ინვესტორებთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის და ინვესტორებს მოქნილ წესს სთავაზობს, რაც ენერგეტიკაში საინვესტიციო გარემოს გააუმჯობესებს და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, შემცირდა სამშენებლო გარანტიის მოცულობა, რომელიც ინვესტორს სამინისტროსთვის მემორანდუმის გაფორმებამდე უნდა წარედგინა და ორსაფეხურიანი სისტემა ამოქმედდა. კერძოდ, განხორციელებული ცვლილებით, ერთ მეგავატზე ინვესტორი ვალდებულია 5 000 აშშ დოლარის წინასამშენებლო გარანტია, ხოლო შემდგომ ერთ მეგავატზე 100 000 აშშ დოლარის ოდენობით სამშენებლო გარანტია წარადგინოს, ხოლო 100 მეგავატზე ზემოთ დადგმული სიმძლავრის ჰესის მშენებლობის შემთხვევაში, ერთ მეგავატზე 50 000 აშშ დოლარი. აღსანიშნავია, რომ ძველი წესებით ინვესტორი ვალდებული იყო სახელმწიფოსთვის 1 მეგავატზე 170 000 აშშ დოლარის გარანტია წარედგინა.
ამასთან, ამოქმედდა დაჯარიმების ახალი წესები. მემორანდუმით დადგენილ ვადაში ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების ან ექსპლუატაციაში მიღების ვადის დარღვევის შემთხვევაში, ინვესტორი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 0.5%-ით დაჯარიმდება. გარდა ამისა, შეიცვალა ახალი ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის შიდა ბაზარზე გაყიდვის ვალდებულება. ასევე შეიცვალა " ინტერესთა გამოხატვის " დროს გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმი და აღნიშნული წესებით გამარჯვებული "ელექტროენერგეტიული სისტემის კომერციულ ოპერატორთან" წინასწარ გაფორმებული გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით დადგენილი ყველაზე დაბალი ფასის მიხედვით გამოვლინდება და არა საბანკო გარანტიის ოდენობით.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1238
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია