დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამბაქოს პროდუქციაზე ფასი იზრდება
ავტორი:
2013/08/31 15:09:02
1 სექტემბრიდან თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი იზრდება, რამაც სამომხმარებლო ბაზარზე თამბაქოს პროდუქცის გაძვირება უკვე გამოიწვია. როგორც "ინტერპრესნიუსს" სავაჭრო ცენტრ "კიდობანის" მიმდებარე ტერიტორიაზე, თამბაქოს რეალიზაციის ჯიხურის მოვაჭრემ განუცხადა, სიგარეტზე სადღეისოდ გაზრდილი ფასები დაახლოებით ასეთია: "ვინსტონი" 2.20 ლარი, "მალბორო" 3 ლარი, "პარლამენტი" 4 ლარი. ასევე გაზრდილია ფასები თამბაქოს ნაწარმის სხვა სახეობებზეც.თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გაზრდის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა რამდენიმე ხნის წინ გააკეთა. ნოდარ ხადურის ინფორმაციით, პირველი სექტემბრიდან თამბაქოზე გაიზრდება აქციზის გადასახადი. კერძოდ - 15 თეთრით ფილტრიან და 5 თეთრით უფილტრო სიგარეტზე. დღეის მდგომარეობით, აქციზის გადასახადი ერთ კოლოფ ფილტრიან თამბაქოზე (20 ღერი) 60 თეთრს, ხოლო უფილტროზე - 15 თეთრს შეადგენს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1686
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია