დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილმა თურქი კოლეგა 1-ელი ხარისხის მედლით "განსაკუთრებული დამსახურებისთვის" დააჯილდოვა
ავტორი:
2013/08/30 09:41:03
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანკარაში თურქ კოლეგას, თურქეთის რესპუბლიკის შს მინისტრ მუამერ გიულერს შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, შეხვედრის დროს მხარეებმა უწყებებს შორის პოლიციის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები განიხილეს.მათივე ცნობით, შეხვედრის დასრულებისას დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა თურქი კოლეგა 1-ელი ხარისხის მედლით "განსაკუთრებული დამსახურებისთვის" დააჯილდოვა. ამის შემდეგ მინისტრებმა ბრიფინგი გამართეს და მედიის შეკითხვებს უპასუხეს.ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, დღესვე საქართველოს შს მინისტრმა ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თურქეთის საერთაშორისო აკადემია დაათვალიერა და მისი მუშაობის მეთოდებს გაეცნო. "აკადემიაში სტუმრობისას შს მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსი მეჰმეთ თესილქაია 1-ელი ხარისხის მედლით, ხოლო საქართველოში თურქეთის საელჩოში პოლიციის მეკავშირე ოფიცერი ჯუნეით გიურერი მეორე ხარისხის მედლით "განსაკუთრებული დამსახურებისთვის" დააჯილდოვა", - აცხადებენ შსს-ში.გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე თურქეთის ეროვნული პოლიციის აკადემიას ეწვია. მინისტრი აკადემიის რექტორს შეხვდა და სასწავლო პროცესის პრეზენტაციას დაესწრო. ამის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის კონტრტერორისტულ დეპარტამენტს ესტუმრა და მის ხელმძღვანელობას შეხვდა. საქართველოს შს მინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულებულია.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1557
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია