დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ივანიშვილი: „„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ პოლიტიკიდან უნდა გაიმიჯნოს“
ავტორი:
2013/09/12 13:23:02
„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ პოლიტიკიდან უნდა გაიმიჯნოს ისე, რომ პოლიტიკოსები პროცესში არ ჩაერიონ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, წინა ხელისუფლება საზოგადოებრივ მაუწყებელს ტოტალურად აკონტროლებდა. სამეურვეო საბჭოც მათი არჩეულია. „ახლა, ძველი გუნდიდან რაღაცის მცდელობაა. დასკვნების გაკეთება არ მინდა. ამ საკითხებში ჟურნალისტებმა უფრო უნდა იაქტიურონ ვიდრე პოლიტიკოსებმა,“ - მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილი. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული საკონონმდებლო ცვლილებები ევროპისთვის გასაგები ყოფილიყო. „თანმიმდევრულად ვცდილობდით გარდაქმნას იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების სამსახურში ჩამდგარიყო,“ - განაცხადა პრემიერმა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1969
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია