დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია "ეი ჯი დეველოპმენტს" შორის მემორანდუმი გაფორმდა
ავტორი:
2013/09/12 12:53:11
ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია "ეი ჯი დეველოპმენტს" შორის მემორანდუმი გაფორმდა ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია "ეი ჯი დეველოპმენტს" შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გამართულ ღონისძიებაზე ხელი მოაწერეს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ და კომპანია "ეი ჯი დეველოპმენტის" დირექტორმა, მამუკა პაპუაშვილმა.
აღნიშნული მემორანდუმით, სვანეთში მდინარე ნენსკრის შენაკადებზე 40 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მიზნით პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებას გულისხმობს, რაც ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, თავის მხრივ, რეგიონის განვითარებაში დიდ წვლილს შეიტანს.
აღნიშნული კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, არჩილ ძნელაძის განცხადებით, შეთანხმების მიღწევა ადვილად მოხერხდა.
"ძალიან დაგვეხმარა ახალი წესები იმისთვის, რომ ოპერატიულად მოგვეხდინა ამ მემორანდუმის მომზადება", - განაცხადა არჩილ ძნელაძემ.
მისივე თქმით, პირობები ინვესტორისთვის მისაღები და საინტერესო იყო.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1631
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია