დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სასწრაფო დახმარების მძღოლები ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ
ავტორი:
2013/09/11 01:14:04
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლები ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ. ისინი ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ მათი ანაზღაურება, ახალი შრომის კოდექსის თანახმად, შემცირდა. "მინისტრის მოადგილემ მიგვითითა და დაგვაკვალიანა, რომ ეს თბილისის მერიის პრეროგატივაა. შეხვედრამ კონკრეტული შედეგის გარეშე ჩაიარა. ჩვენი კოლექტივი შევიკრიბებით და გადაწყვეტილებას მივიღებთ. ჩვენ არ გვინდა მივიდეთ იმ ზომამდე, რასაც ჰქვია გაფიცვა და ქალაქის მოსახლეობის გაღიზიანება და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს," - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, დავით სებუამ. მისი ინფორმაციით, მძღოლებს მორიგეობა სამ დღეში ერთხელ უწევდათ და მინიმალური ანაზღაურების სახით, 850 ლარს იღებდნენ. ახლა კი, მძღოლები, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ოთხ დღეში ერთხელ მორიგეობენ, მათი ხელფასები კი 480 ლარამდე შემცირდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კახა საკანდელიძე კი აცხადებს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლებთან შეხვედრისას თბილისის ბიუჯეტში ტარიფების გაზრდის საკითხმა წამოიწია. "ალბათ ქალაქის სამსახურს ახალი ბიუჯეტის დაგეგმვისას ტარიფების გაზრდაზე ფიქრი მოუწევს. შესაბამისად, მძღოლების ანაზღაურებაც გაიზრდება, დღეს სხვანაირ გამოსავალს ვერ ვხედავთ. ეს ჩვენი გადასაწყვეტი არაა და ჯანდაცვის სამინისტრო მედიატორის როლსაც ვერ შეითავსებს, ეს არაა ჩვენი კომპეტენცია," - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას კახა საკანდელიძემ.  შეგახსენებთ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლები იმავე ანაზღაურების დაბრუნებას ითხოვენ, რაც აქამდე ჰქონდათ. მათ ამ მოთხოვნას უკვე გამოეხმაურა სასწრაფო დახმარების ცენრტის გენერალური დირექტორი. შალვა ბრაჭულის განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განხორციელებული ცვლილებები განპირობებულია შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, სწორედ აღნიშნულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოვიდა ჩვენი სამსახურის მუშაობა. 
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1648
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია