დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მარგველაშვილი: "ქვეყნის შენება 9 თვის წინ დავიწყეთ"
ავტორი:
2013/09/09 17:48:03
"2003 წლის 23 ნოემბერსვე ვთქვი, რომ არ შეიძლება ამ ხალხთან ურთიერთობა და მათი ნდობა," - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა კახეთში, წინასაარჩევნო შეხვედრისას განაცხადა. მისი განცხადებით, 9 წლის განმავლობაში, "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოაბიტაციაში არცერთი წამით არ ყოფილა. "გული უსკდებათ, როდესაც ხედავენ, რომ ჩვენს შორის ერთობაა და ვერ თესავენ ეჭვს, განხეთქილებას. გული უსკდებათ, როცა ხედავენ, რომ ქვეყანამ მოიხედა საკუთარი თავისკენ და ყველას დაანახა, როგორი ამაყია. წლების განმავლობაში გვარწმუნებდნენ, რომ ქართველი ჩამორჩენილია, თურმე იმისთვის, რომ სხვებს მოეწონოს, სხვანაირი უნდა გახდეს. ეტყობა ვერ ხედავდნენ, როგორი განსაკუთრებული ვართ – როგორი განსაკუთრებული გვაქვს არა მარტო წარსული, არამედ აწმყოც, როგორი შრომისმოყვარეები ვართ. ეს ვერ შეაფასეს და ამიტომაც დაინგრა მათი გეგმები. დაინგრა იმიტომ, რომ არც ერთ მომენტში მათთან კოჰაბიტაციაში არ შევსულვართ. 9 წლის განმალობაში, არც ერთი წუთი არ ვყოფილვარ მათთან კოჰაბიტაციაში და ამას სიამაყით ვამბობ, რადგან მათი ნდობა არ შეიძლება. 2003 წლის 23 ნოემბერსვე ვთქვი, რომ არ შეიძლება ამ ხალხთან ურთიერთობა და მათი ნდობა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" საქართველოში ხელისუფლება ისე შეცვალა, რომ ქვეყანას არავითარი დარტყმა არ მიყენებია.  "ქვეყანა წავა მშენებლობის მიმართულებით. ეს დავიწყეთ 9 თვის წინ, როცა თქვენი ძალით, თქვენი უშიშრობით, ერთად გავწიეთ ის ძალა, რომლისთვისაც წარმოუდგენელი იყო მოგვეგო უსისხლოდ. ჩვენ მოვახერხეთ და ქვეყანას არ მივაყენეთ არავითარი დარტყმა. ახალი ქვეყნის მშენებლობის მთავარი შინაარსი მდგომარეობდა იმაში, რომ ხელისუფლება ჩამდგარიყო არა თავისი ბოდვითი იდეების, არამედ ხალხის სამსახურში," - აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1642
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია