დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ სააკაშვილი - ადიგენის გამგებელმა მინარეთის დანგრევის ბრძანების შესრულებაზე უარი თქვა
ავტორი:
2013/08/27 16:31:02
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადიგენის გამგებლის სიმონ პარუნაშვილის დაკავების საკითხს გამოეხმაურა. პრეზიდენტის თქმით, გამგებელმა უარი თქვა მინარეთის დანგრევის ბრძანების შესრულებაზე, რის გამოც ის დააკავეს. პრეზიდენტი თქმით, ყველამ უნდა დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და მოქალაქეების სამოქალაქო უფლებები."მინდა გამოვეხმაურო ადიგენის გამგებლის დაკავებას, 2009 წლის რაღაცა დაღვევის ბრალდებით. მინდა ვუთხრა მთავრობას, რომ ნუ ჩაიგდებს თავს ასეთ უხერხულ სიტუაციაში. დღეს, როცა ასეთი სამოქალაქო დაძაბულობის კერაა, გამგებელმა, რომელმაც უარი თქვა, ჩემი ინფორმაციით, ამ უკანონო ბრძანების შესრულებაზე, მინარეთის დაშლაზე, ბრძანების არშესრულებიდან რამდენიმე დღეში აკავებ 2009 წელს, თუ გასულ წლებში რაღაც სამსახურებრივი გადაცდენის ბრალდებით. ეს არის არა მხოლოდ ძალიან უხერხული რამ, არამედ ძალიან დიდი უპატივცემულობა ქართული საზოგადოების მიმართ. მე ვფიქრობ, კანონიერება უნდა აღდგეს, ვფიქრობ, რომ ყველას უფლებები უნდა იყოს უზრუნველყოფილი. იქაც, ადგილზე ძალიან ბევრი მართლმადიდებელი და სხვა აღმსარებლობის ხალხი დიდი აღშფოთებით შეხვდა იმას, რაც მოხდა და ყველამ უნდა დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია და ჩვენი მოქალაქეების სამოქალაქო უფლებები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სიმონ პარუნაშვილი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გულგრილობის ფაქტებზე დააკავეს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1650
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია