საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ადგილობრივი თვითმმართველობა
ჭიათურის მუნიციპალიტეტი მრავალშვილიან ოჯახებს ეხმარება
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2013/09/12 00:41:56

სასწავლო წლის დაწყებამდე ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გადაწყვიტა, რომ მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებისათვის 50-50 ლარი გაეყოთ. მუნიციპალიტეტს მრავალშვილიანი ოჯახებისთვის და ასევე ახალშობილებისათვის გამოყოფილი აქვს 90 ათასი ლარი. აქამდე ეს დახმარება ეძლეოდა მხოლოდ იმ ოჯახებს, რომელთა 4 ან მეტი შვილი 18 წლამდე იყო. 2013 წლის 7 ივნისის ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება #15-ის მიხედვით მოხდა კორექტირება და 22 წლამდე გაიზარდა ასაკის ზედა ჭერი, თუკი 18-22 წლის ადამიანი უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებელში აგრძელებს სწავლას.

 ამ ეტაპზე 112 ბენეფიციარიდან თანხა უკვე აიღო 95 ოჯახმა, დანარჩენები შეუზღუდავად აღნიშნულ თანხას აიღებენ ჭიათურის გამგეობაში. 

 ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამით ასევე ახალშობილებზეც გაიცა თანხა. ამ დროისათვის 306 ახალშობილის ოჯახებმა ასი ლარის ოდენობით შემწობა მიიღო. 

 ჭიათურაში ყველაზე მეტი თანხა (450 ლარი) აიღო ბიჭიკო მუმლაძის ცხრაშვილიანმა ოჯახმა. psnews.ge-ს ერთ-ერთმა ბენეფიციარმა, ბიქტორ გვალიამ, განუცხადა: ,,მყავს ექვსი შვილი, მათ წიგნები სკოლაში უკვე გადასცეს, რაც შეეხება ამ 300 ლარს, ბევრი არ არის, მაგრამ წელს პირვლად მივიღეთ ასეთი დახმარება და სკოლაში წასვლის წინ მაინც შეღავათია. ივნისში ჩვენი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები წაიღო და სწორი გითხრათ, აღარც ველოდებოდი რამე დახმარებას. ეს დახმარება ჩემთვის მოულოდნელი და სასიხარულო იყო.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2397
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია