დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ამირან ძოწენიძე ქუთაისის მერისგან „ატკატების“ ავტორების დასახელებას ითხოვს
2013/07/04 11:46:02

დღეს ქუთაისის ვიცე-მერმა ამირან ძოწენიძემ დიმიტრი კოპალიანის გუშინდელ განცხადებას – „მერიაში „ატკატების“ ამოღებით დაკავებული თანამშრომლების შესახებ“ – ბრიფინგით უპასუხა და განაცხადა, რომ იგი შეურაცხყოფილია ქალაქის მერის განცხადებით. ამირან ძოწენიძე მოითხოვს, დიმიტრი კოპალინმა დააკონკრეტოს, ქუთაისის 4 ვიცე-მერიდან კონკრეტულად ვის მოიაზრებს „ატკატების“ ავტორად.

„როცა მეღალი თანამდებობის პირებზეა საუბარი, გასაგებია, რომ შესაძლოა, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ჩირქი მოსცხონ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რიგითი თანამშრომლების შეურაცხყოფა. ეს შეურაცხმყოფელია მერიის რიგითი თანამშრომლებისთვისაც, იმიტომ რომ ისინი წლების განმავლობაში საკმაოდ დაბალი ანაზღაურებით ემსახურებიან ქალაქს. მერიაში მაღალ თანამდებობებს ვინარჩენუბთ მე, კოტე რატიანი თენგო თოფურიძე და ნიკო კაჭკაჭიშვილი. მერს, რომელიც ამბობს, რომ ქუთაისის მერიაში თანამდებოებს ინარჩუნებენ ის ადამიანები, ვინც „ატკაკტებით“ და ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვით არიან დაკავებულნი, მოუწევს, დააკონკრეტოს, ვის გულისხმბოდა ამ ოთხი ადამიანიდან. სხვა შემთხვევაში, მე მისგან მოვითხოვ, ოფიციალურად ბოდიშის მოხდას, რადგან პირადად მე მისი ამ განცხადებით ვარ შეურაცხყოფილი“, – ამბობს ამირან ძოწენიძე. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1440
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია