დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბიძინა ივანიშვილი: გავბედე და კიდევ გავბედავ!
2015/02/16 18:23:27

ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში არსებულ აქტუალურ საკითხებზე ვრცელი ინტერვიუ მისცა „კვირის პალიტრას“. საუბარი შეეხო ვაზაგაშვილების საქმეს, ლარის კურსს, სააკაშვილის, ალასანიას და სხვა თემებს. 

 

 

"ალასანიასთან სხვა პრეტენზიებიც მქონდა, მაგრამ არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო. მე კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი..."

"საზოგადოდ, ნათესაობასთან დაკავშირებული საკითხები მტკივნეულია საქართველოში და ეს მხოლოდ ღარიბაშვილის პრობლემა არ არის. იგივე პრობლემები მეც მაქვს"

"კითხვები თუ არსებობს, მათი დიდი ნაწილი, ჩემი აზრით, ობიექტურია. მეც ვუერთდები ამ კითხვებს და იმ ტენდერებთან დაკავშირებით, სადაც ეჭვები იქნება, ეკონომიკურ გუნდსაც შევქმნით, რომ გამოვიკვლიოთ"

 

 

ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს საზოგადოებასა თუ პოლიტელიტაში დიდი გამოხმაურება აქვს. ბოლო დროს დაგროვილ აქტუალურ საკითხებზე ყოფილი პრემიერის მოსაზრებები საინტერესოა. ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ ვაზაგაშვილების თემით დავიწყეთ:

 

- იური ვაზაგაშვილი თქვენთან შეხვედრიდან რამდენიმე დღეში შვილის საფლავზე ააფეთქეს. გავრცელდა ვერსია, რომ სწორედ ამან შეაშინა ხალხი, რომელიც მისი შვილის მკვლელობაში იყო გარეული. ასევე, ითქვა, რომ ვაზაგაშვილთან შეხვედრისას თქვენსა და შსს-ს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს შორის მძიმე საუბარი შედგა - თქვენ კატეგორიულად მოითხოვეთ იმ ხალხის სამსახურიდან გაშვება, რომლებიც, სავარაუდოდ, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში მონაწილეობდნენ.

 


- ეს მართლაც შემზარავი ტრაგედია იყო. ასევე, ეს იყო გამოწვევა როგორც პროკურატურის, ისე მთავრობისთვის. კარგია, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა გაიხსნა და დააკავეს სავარაუდო შემსრულებელი. რაც შეეხება დამკვეთს, დაველოდოთ გამოძიებას. იური ვაზაგაშვილთან შეხვედრა ნამდვილად მქონდა და მომდევნო დღეებში კიდევ ერთ შეხვედრას ვგეგმავდით. ძალიან განვიცდი, რაც მოხდა. იური ვაზაგაშვილი მებრძოლი კაცი და მამა იყო, მან დიდი წვლილი შეიტანა იმ ცვლილებებში, რაც საქართველოში მოხდა 2012 წელს. აქვე ვიტყვი, რომ პროკურატურის ოპერატიულობა მისასალმებელია. ამ საქმეში, რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესო დამკვეთია და დაველოდოთ გამოძიებას. ზოგიერთი პოლიტიკოსი უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს. ერთ-ერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა ისიც კი განაცხადა, ნაციონალური ტრაგედიაა, რომ პოლიციელი დააკავესო. ვერც ერთ განვითარებულ ქვეყანას ვერ ნახავთ, სადაც პოლიციელს მძიმე დანაშაული არ ჰქონდეს ჩადენილი, გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება. თუმცა, ზოგი პოლიტიკოსი სულ სხვა აქცენტებს აკეთებს, იმის ნაცვლად, რომ პროკურატურის საქმიანობაში პოზიტივი დაინახოს.



ვაზაგაშვილმა იცოდა, რა ხდებოდა პროკურატურაში, კმაყოფილი იყო ამ უწყების მუშაობით, ენდობოდა მას, გახარებული იყო, რომ მისი შვილის საქმე, ფაქტობრივად, დასრულდა და ახალი მოწმეები გაჩნდნენ უკრაინიდან. 



- საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია იმან, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე დააკავეს მოქმედი პოლიციელი სოსანაშვილი. ჩნდება კითხვა: კიდევ რამდენი "სოსანაშვილი" შეიძლება იყოს სამართალდამცავ უწყებებში? თქვენ ეს პრობლემად არ მიგაჩნიათ?

 


- როგორც საზოგადოება, ისე მეც განვიცდი ამას. ამ საკითხს პროკურატურა და შსს-ც აცნობიერებენ და ყველაფერს აკეთებენ. ის, რაც გაკეთდა ბოლო ორ წელიწადში, პოზიტიურად მიმაჩნია. იყო შეცდომები და ეს მომავალშიც იქნება - შეცდომების გარეშე მუშაობა შეუძლებელია. შემაშფოთებელია, რომ დააკავეს მოქმედი პოლიციელი და არის იმის ალბათობა, კიდევ იყვნენ დარჩენილი "ძველებურად აღზრდილი" პოლიციელები. ვგულისხმობ "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერას, რომელმაც პოლიცია დამსჯელ რაზმებად გადააქცია და თავისი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებდა. ერთი რამეცაა - არ შეიძლება, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" დროს პოლიციაში მუშაობდა, ყველაზე უარი ვთქვათ. მათ შორის ბევრი პატიოსანი ადამიანია. თუმცა, ხელისუფლებამ მაქსიმალური ალღო უნდა გამოავლინოს, გამოამჟღავნოს და დაითხოვოს პოლიციიდან ის პირები, ვინც იქ არ უნდა მუშაობდნენ. 

 


- ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურასთან პრეტენზიები აქვს საზოგადოების ერთ ნაწილს. კერძოდ, მათი თქმით, ჯერ კიდევ არჩილ კბილაშვილის მთავარი პროკურორობისას იყო ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გახსნისთვის საჭირო ყველა სამხილი, მაგრამ საქმე გაჭიანურდა. ისინი სვამენ კითხვას - მაინცდამაინც მამა უნდა მოეკლათ შვილის საფლავზე, საქმე რომ გახსნილიყოო?

 


- საუბედუროდ, მამის მკვლელობა დაემთხვა პროკურატურის წარმატებულ მუშაობას. როგორც ვთქვი, იური ვაზაგაშვილი კმაყოფილი იყო პროკურატურის მუშაობით და ელოდა საქმის გახსნას. ჩემთვის წარმოუდგენელია, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დამკვეთის მიზნის არსი. რისი მიღწევა სურდა? ამას მხოლოდ იმით ვხსნი, რომ დამკვეთს დაავადებული ფსიქიკა აქვს. 

 

სრული ვერსია

 

წყარო: http://www.kvirispalitra.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3003
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია