დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში
2013/06/21 18:44:10

გასულ კვირას მოლდოვაში, კერძოდ, კიშინიოვში, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

მოლდოვაში ვიზიტის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში საინფორმაციო ტიპის შეხვედრა მოეწყო მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივ თვითმმართველობის წევრებთან.

როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, ძირითადი პრობლემა, რომელიც მოლდოვაში გაჟღერდა, იყო სამართლიანობის საკითხი საქართველოში, სასამართლო რეფორმის  და პოლიტიკური ანგარიშწორების საკითხები, რაც კვლავ პრობლემად რჩება.

„დეცენტრალიზაციის მხრივ საქართველოს აქვს პრობლემები იმიტომ, რომ აქამდე ყველაფერი ცენტრალიზებული იყო. ევროპა მიესალმება, რომ გაიზარდოს ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებები. მოლდოვაში გამართული შეხვედრის თემა დეცენტრალიზაცია, ადგილობროვი თვითმმართველობების  მოწყობა, ანტიკორუფციული საქმიანობები და დემოკრატიის განვითრება იყო,“ –აღნიშნა სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დაილოგის“ ხელმძღვანელმა ნუგზარ კოხრეიძემ. – „ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ბევრი ევროპელი ექსპერტის მოსაზრება ამ საკითხებთან მიმართებაში. ყველა ელოდება მომავალ ვილნიუსის სამიტს, სადაც საბოლოოდ გადაწყდება, თუ როგორი დახმარება გაეწევა ამ ექვს ქვეყანას დემოკრატიის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა საკითხების განვითარებისთვის. და საერთოდ, გაგრძელდება თუ არა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა მომავალში“.

აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ქვეყნებს შორის საქართველო მოწინავე ადგილზეა და შესაძლებელია, 10-%-ით  გაიზარდოს იმ ქვეყნების დაფინანსება, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ პროგრამაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1648
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია