საპარლამენტო უმცირესობის წევრები, ირმა ნადირაშვილი და სერგო რატიანი, პარტიის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის, საპყრობილეში დაუყოვნებლივ ნახვას ითხოვენ. ამის შესახებ რატიანმა ჟურნალისტებს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში განუცხადა. მისი თქმით, პარტიას წინასაარჩევნო პერიოდში ფაქტობრივად შეწყვეტილი აქვს პარტიული მუშაობა, რადგან გენერალური მდივანი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულია.
„პარტიამ ფაქტობრივად შეწყვიტა წინასაარჩევნო პერიოდში მუშაობა. რადგან ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი ივანიშივილმა პოლიტიკური ახირების გამო დააკავა. ჩვენ მოვითხოვთ საპყრობილეში შესვლას და გენერალურ მდივანთან პოლიტიკურ კონსულტაციას“. - განაცხადა სერგო რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, გუშინდელ ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრების მოთხოვნას გამოემხაურა და განუცხადა, რომ თუ უმცირესობას ექნება საფუძვლიანი არგუმენტები, თუ რატომ სურთ საპყრობილეში შესვლა და პატიმარ მერაბიშვილის მონახულება, მაშინ ის მათ მერაბიშვილის ნახვის ლეგიტიმურ უფლებას მისცემს.
ინფორმაციისთვის: საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები დღეს, 2 საათზე, დაპატიმრებული ივანე მერაბიშვილის მხარდასაჭერ აქციებს პროკურატუსთან, საქართველოს რამდენიმე ქალაქში გამართავენ.