დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მუსლიმანები თავიანთ რიტუალს კვლავ აღავლენენ
2012/11/06 13:09:24

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში მომხდარი ინცინდენტი განიხილეს. შეხვედრას კომიტეტის წევრების გარდა, ადამიანის უფლებების დამცველები და სოფლის მუსულმანი მოსახლეობა ესწრებოდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ ინცინდენტი ამ ეტაპითვის ამოწურულია და ქართველ მუსლიმანებს შეეძლებათ თავიანთი რიტუალი აღავლინონ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აღნიშნავენ, რომ რწმენის თავისუფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული და მისი შეზღუდვის უფლება არავის აქვს. უმრავლესობის წევრები აღნიშნავენ, რომ ეს ინციდენტი ინსპირირებული იყო ყოფილი ხელისუფლების მხრიდან და ადგილზე, ფაქტობრივად, სერიოზული დაპირისპირება არ ყოფილა.
მუსლიმანთა წარმომადგენელმა მუფტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ქართველი მართლმადიდებლები და მუსლიმანები ყოველთვის - ჭირშიც და ლხინშიც - ერთად იყვნენ და ეს ასეც უნდა გაგრძელდეს.
საპარლამენტო უმცირესობა შეხვედრით უკმაყოფილო დარჩა, ისინი მიიჩენევენ, რომ კომისიას უნდა შეეფასებინა მომხდარი ინცინტენტის სამართლებრივი მხარე, რომელიც, მათი თქმით, საჭიროებს რეაგირებას, რათა მომავალში მსგავსი ინცინდენტები არ დაფიქსირდეს.

 
მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1475
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია