საქართველოს პარლამენტის წინ დღესაც გრძელდება გაერთიანებული პროფკავშირების მიერ ორგანიზებული აქცია. აქციის ორგანიზატორები ითხოვენ, რომ გადაიხედოს "შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებები, რომელსაც პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს. ირაკლი იობიძის, პროფკავშირების იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, "შრომის კოდექსში" პარლამენტმა მეორე მოსმენით შეიტანა ისეთი ცვლილებები, რომელიც დამსაქმებლის ინტერესებს უფრო ითვალისწინებს, ვიდრე დასაქმებული ადამინის შრომით უფლებებს. აქციის მონაწილეები კანინპროექტის პირველი ვარიანტის მიღებას მოითხოვენ.
კანონპროექტს "შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებეის თაობაზე, პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცებს.