დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ამე­რი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლებით და ქუ­თა­ი­სის სიყვა­რუ­ლით დაბრუ­ნებული დი­მიტ­რი კო­პა­ლი­ა­ნი
2013/06/07 20:03:40

ბესიკ ბრე­გა­ძი­სათ­ვის საკ­რებულოს წევ­რების მი­ერ იმ­პიჩ­მენ­ტის გა­მოცხადების შემ­დეგ, ქუ­თა­ი­სი ქა­ლა­ქის თა­ვის გა­რე­შე დარ­ჩა. მარ­თა­ლი­ა, თბილი­სის მსგავ­სად, მე­რის არ­ჩევ­ნების წე­სით და­ნიშ­ვნა ქუ­თა­ის­ში ვერ მოხერხდა, მაგ­რამ, ვინ­მეს მი­ერ რომ არ ყოფი­ლიყო ახალი მე­რი ხელ­დასხმუ­ლი, საკ­რებულოს „არა­ნა­ცი­ო­ნალ­მა“ წევ­რებმა სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვეს, მე­რის ასარ­ჩე­ვად შექ­მნი­ლიყო მუდ­მივ­მოქ­მე­დი სა­კონ­კურ­სო-სა­ა­ტეს­ტა­ციო კო­მი­სია. მოიყვა­ნეს კი­დეც გა­ნა­ჩე­ნი სის­რუ­ლე­ში და საკ­რებულოს წევ­რებისა და არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ციების წარ­მო­მად­გენ­ლებისა­გან შექ­მნილ­მა შვიდ­კა­ცი­ან­მა კო­მი­სი­ამ მე­რის შე­სარ­ჩე­ვად 2 მა­ისს კონ­კურ­სი გა­მო­აცხადა. მას­ში მო­ნა­წი­ლეობა 18-დან 65 წლამ­დე ნების­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სებულ პირს შე­ეძ­ლო, მით უმე­ტეს, რომ არც კონ­კურ­სის პირ­ვე­ლი ეტა­პის მოთხოვ­ნები იყო ზედ­მე­ტად მკაც­რი.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ქუ­თა­ი­სის მე­რის პოს­ტი ბევ­რის­თვის გახდა სა­სურ­ვე­ლი და, ორ­კვი­რი­ან ვა­და­ში, კო­მი­სი­ის სახელ­ზე მე­რობის მსურ­ვე­ლი 69 მო­ქა­ლა­ქის გა­ნაცხადი შე­ვი­და. მათ შო­რის მრავ­ლად იყვნენ არა­ქუ­თა­ი­სე­ლები და ქალბატო­ნები, თუმ­ცა, რო­გორც მოგ­ვი­ა­ნებით გა­ირ­კვა, კო­მი­სი­ის სურ­ვი­ლი იყო, ქუ­თა­ისს ქუ­თა­ი­სე­ლი მე­რი ჰყოლო­და.

კო­მი­სი­ის მუ­შაობის დას­რუ­ლებამ­დე, რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია მო­მა­ვა­ლი მე­რის ვი­ნაობის შე­სახებ. „სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ წევ­რებს არც ის და­უ­მა­ლავთ, რომ  ქუ­თა­ისის ახალ მერს, არც მე­ტი - არც ნაკ­ლები, თა­ვად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და­უ­ნიშ­ნავს, რაც გახდა კი­დეც კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქის უკ­მაყოფი­ლების მი­ზე­ზი.

კო­მი­სი­ის მუ­შაობას უნ­დობლობა გა­მო­უცხადეს  ქუ­თა­ი­სის საკ­რებულოს ფრაქ­ცია „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობის“ წევ­რებმა. უნ­დობლობის ერთ-ერ­თი ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი ის იყო, რომ კო­მი­სი­ის შე­მად­გენ­ლობაში „ნა­ცი­ო­ნა­ლების“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვერ მოხვდა.

სწო­რედ კო­მო­სი­ის მუ­შაობა გახდა მი­ზე­ზი იმი­სა, რომ 5 ივ­ნისს, ქუ­თა­ი­სის საკ­რებულოს რიგ­გა­რე­შე 49-ე სხდო­მა­ზე, დღის წეს­რიგ­ში არ­სებულ ერ­თა­დერთ სა­კითხს, ქუ­თა­ი­სის მე­რად დი­მიტ­რი კო­პა­ლი­ა­ნის დამ­ტკი­ცებას, საკ­რებულოს „ნა­ცი­ო­ნალ­მა“ წევ­რებმა მხარი არ და­უ­ჭი­რეს.

დი­დი იყო სა­ზო­გა­დოების ინ­ტე­რე­სი ახალ მერ­თან და­კავ­ში­რებით, ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის წარ­მო­მად­გენ­ლების, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტების თა­ნამ­შრომ­ლების და რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქეების გარ­და, საკ­რებულოს სხდო­მას მე­რობის მსურ­ვე­ლი, კო­მი­სი­ის მი­ერ და­წუ­ნებული რამ­დე­ნი­მე კან­დი­და­ტი ეს­წრებოდა. მა­თი სიმ­შვი­დი­დან გა­მომ­დი­ნა­რე თუ ვიმსჯელებთ, კო­მი­სი­ის წევ­რების არ­ჩე­ვანს გა­გებით შეხვდნენ, რად­გან 12 კან­დი­და­ტი­დან საპ­რე­ტენ­ზიო კო­მი­სი­ი­სათ­ვის სა­ჩივ­რით არა­ვის მი­უ­მარ­თავს.

საკ­რებულოს სხდო­მა­ზე, პრინ­ცი­პუ­ლობას­თან ერ­თად, ახალი მე­რის მი­მართ რჩე­ვებით და შე­ნიშ­ვნებით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ „ნა­ცი­ო­ნა­ლები“.

„ბატო­ნო დი­მიტ­რი, გაქვთ თუ არა გათ­ვით­ცნობიე­რებული, რა პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რეობა გვხვდებათ? ვი­ნა­ი­დან თქვენ 20 წე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რობდით და, შე­საბამი­სად, ახლო ურ­თი­ერ­თობა არ გაქვთ ად­გი­ლობრივ საჯარო მოხელეებთან; გყავთ თუ არა შერ­ჩე­უ­ლი  გუნ­დი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც აპი­რებთ მო­მა­ვალ­ში მუ­შაობის გაგ­რძე­ლებას? არ ვი­ცი, ამე­რი­კა­ში რო­გორ ხდება, მაგ­რამ ქუ­თა­ის­ში თა­ნა­გუნ­დე­ლების დი­დი იმე­დი ნუ გექ­ნებათ,   რად­გან არ­ჩევ­ნებში ახალი პარ­ტი­ის გა­მარჯვების შემთხვე­ვა­ში, სჩვე­ვი­ათ თა­ნა­გუნ­დე­ლების უსინ­დი­სოდ მი­ტო­ვება და ახალ პარ­ტი­ა­ში გა­დას­ვლა. აქ­ვე მინ­და გკითხოთ: რო­გორც რი­გი­თი ქუ­თა­ი­სე­ლი, რას ფიქ­რობთ პარ­ლა­მენ­ტის ქუ­თა­ის­ში და­ტო­ვებაზე, რად­გან თქვენ ხართ იმ კო­ა­ლი­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რი, რო­მე­ლიც კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გება ქუ­თა­ი­სის სა­პარ­ლა­მენ­ტო ქა­ლა­ქად დარ­ჩე­ნას!“ ამ და სხვა ჩამ­ჭრე­ლი კითხვებით შეხვდა დი­მიტ­რი კო­პა­ლი­ანს საკ­რებულოს წევ­რი და­ვით გო­გის­ვა­ნი­ძე და მან­ვე მერს მა­მუ­კა მღვდე­ლა­ძის­გან თა­ვის შორს და­ჭე­რა ურ­ჩი­ა, რად­გან, მი­სი­ვე განცხადებით, მღვდე­ლა­ძემ პო­ლი­ტი­კა­ში ამ­დენხნი­ა­ნი ყოფ­ნის მიუხედა­ვად, მა­ინც ვე­რა­ფე­რი ის­წავ­ლა. გია გო­ქა­ძემ კი კო­პა­ლი­ანს  პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რობის­გან თა­ვი შე­კა­ვების­კენ მო­უ­წო­და, რად­გან ეს მის­თვის სა­სი­კე­თოდ არ დას­რულ­დება.

„მარ­თა­ლია, ჩვენ, კო­მი­სი­ის მუ­შაობიდან გა­მომ­დი­ნა­რე, არ და­ვუ­ჭი­რეთ მხარი დი­მიტ­რი კო­პა­ლი­ა­ნის კან­დი­და­ტუ­რას, მაგ­რამ მას­თან თა­ნამ­შრომ­ლობაზე თანხმობას გა­მოვ­თქვამთ და, იმე­დია, ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ. ერთ-ერ­თი, რა­შიც მხარს არ და­ვუ­ჭერთ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით ადა­მი­ა­ნების სამ­სახური­დან გაშ­ვებაა,“ - აღ­ნიშ­ნა გია უკ­ლებამ.

უკ­ლებას და სხვა ოპო­ნენ­ტებს უმალ­ვე უპა­სუხა საკ­რებულოს ფრაქ­ცია „ქარ­თუ­ლი ოც­ნების“ თავმჯდო­მა­რემ მა­მუ­კა მღვდე­ლა­ძემ და მათ წარ­სუ­ლი შეახსე­ნა.

„გაიხსე­ნეთ, ბატო­ნო გი­ა, რომ სა­თა­ვე­ში „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობის“  მოს­ვლის­თა­ნა­ვე და­იწყეთ პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით ადა­მი­ა­ნების სამ­სახური­დან გაშ­ვება, ამი­ტომ ეს თქვენ­თვის სიახლე არა­ა, რაც შეეხება თქვენს შე­ნიშ­ვნებს კო­მი­სი­ის მუ­შაობას­თან და­კავ­ში­რებით, კარ­გად გვახსოვს, თუ რო­გორ ინიშ­ნებოდა მე­რი ქუ­თა­ის­ში. ბოლო მე­რიც კი გუბერ­ნა­ტო­რის კაბინეტ­ში მო­ლა­პა­რა­კების შემ­დეგ, კა­ნონ­დარ­ღვე­ვით და­ნიშ­ნეთ. ეს იყო თქვენ­თვის კო­მი­სი­ის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა და სწო­რედ იმი­ტომ, რომ ეს ბერ­კე­ტები და­კარ­გეთ, აღარ მოგ­წონთ კო­მი­სი­ის მუ­შაობა,“ - უპა­სუხა მა­მუ­კა მღვდე­ლა­ძემ.

20 წლი­ა­ნი გან­შო­რებით გა­მოწ­ვე­უ­ლი ადაპ­ტა­ცი­ის პრობლე­მით, თუ კარ­გად შე­ჩვე­უ­ლი ამე­რი­კუ­ლი სიმ­შვი­დით შეხვდა საკ­რებულოს წევ­რების შე­კითხვებს დი­მიტ­რი კო­პა­ლი­­ნი:

„მე ვარ ძა­ლი­ან ობიექ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნი და ყვე­ლა სა­კითხს მი­ვუდ­გები ობიექ­ტუ­რად. ამ ხნის გან­მავ­ლობაში აქ­ტი­უ­რად ვა­დევ­ნებდი თვალს ქუ­თა­ის­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს და ძა­ლი­ან ღრმად შე­ვის­წავ­ლე მუ­შაობა. ამი­ტომ მი­ვი­ღე ეს გა­დაწყვე­ტი­ლება. დაბრუ­ნება რთუ­ლი იყო, მაგ­რამ ვთვლი, რომ ამ გა­დაწყვე­ტი­ლებით მხარ­ში ამო­ვუ­დე­ქი ჩემს ქვეყანას. რაც შეეხება პარ­ლა­მენ­ტის დარ­ჩე­ნას, ეს სა­კითხი დე­ტა­ლურ შეს­წავ­ლას და ანა­ლიზს მო­ითხოვს. ამის შემ­დეგ უნ­და მოხდეს გა­დაწყვე­ტი­ლების მი­ღება, ღირს თუ არა პა­რ­ლა­მენ­ტის ქუ­თა­ის­ში დარ­ჩე­ნა. პი­რა­დად მე მი­მაჩ­ნი­ა, რომ ეს სა­კითხი ქუ­თა­ი­სის სა­სი­კე­თოდ უნ­და გა­დაწყდეს.“

აქ­ვე უნ­და აღი­ნიშ­ნოს: ქუ­თა­ი­სე­ლი „პატ­რი­ო­ტების“ განცხადება, რომ ისი­ნი მხარს უჭე­რენ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის შერ­ჩე­ულ კან­დი­დატს, კი­დევ ერთხელ და­დას­ტურ­და. მა­შინ, რო­დე­საც საკ­რებულოს სხდო­მამ­დე ერ­თი დღით ად­რე, დი­მიტ­რი კო­პა­ლი­ანს სამხარეო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დარბაზ­ში, დახურულ კარს მიღ­მა შეხვდნენ და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებზე ისაუბრეს.

თუმ­ცა ის ფაქ­ტი, რომ კო­პა­ლი­ა­ნი ივა­ნიშ­ვი­ლის კად­რია, არ და­ა­დას­ტუ­რა თა­ვად კო­პა­ლი­ან­მა. მი­სი განცხადებით, მას პრე­მი­ე­რის­გან შე­თა­ვა­ზება არ მი­უ­ღია და  ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ქუ­თა­ი­სის სიყვა­რულ­მა და ამ ქა­ლა­ქის მო­მა­ვალ კე­თილ­დღეობაზე ზრუნ­ვამ ჩა­მოიყვა­ნა.

ახალ­მა მერ­მა ქა­ლაქს თა­ვი­სი მუ­შაობის ძი­რი­თა­დი პრი­ო­რი­ტე­ტები უკ­ვე  გა­აც­ნო: გამ­ჭვირ­ვა­ლობა, რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია და უცხოეთ­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლობა ქა­ლაქ­ში მე­ტი ინ­ვეს­ტი­ცი­ის მო­სა­ზი­დად.

არა­ვინ იცის, რო­გორ წა­რი­მარ­თება პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რება ქუ­თა­ის­ში და რამ­დე­ნად მოახდენს ახალი მე­რი პრი­ო­რი­ტე­ტების განხორ­ცი­ე­ლებას, მაგ­რამ ის კი ცხადი­ა, რომ დი­მიტ­რი კო­პა­ლი­ა­ნი ერ­თა­დერ­თი მე­რია ქუ­თა­ი­სის ის­ტო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც არა პირ­და­პი­რი გზით, არა­მედ - კონ­კურ­სის წე­სით და­ი­ნიშ­ნა.  

ნეს­ტან ჩა­გე­ლიშ­ვი­ლი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1391
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია