რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს პარლამენტის წინ, ავღანეთიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების aisaf-ის მისიის მონაწილე ჯარისკაცების გამოწვევის მოთხოვნით, აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ქართულმა კონტინგენტმა დატოვოს ავღანეთის ტერიტორია. აქციაზე ათამდე მონაწილე იყო შეკრებილი.