დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი მერაბიშვილსა და ახალაიას სოლიდარობას უცხადებს
2013/08/23 14:21:27

დღეს საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალების“ დეპუტატმა გია გოქაძემ სხდომის დაწყებისთანავე საკუთარ მაგიდაზე პლაკატი  დადო წარწერით: „თავისუფლება ვანო მერაბიშვილსა და ბაჩო ახლაიას“.

გოქაძე დღეს 16 საათზე დაგეგმილ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების ქუთაისის მთავარი სამმართველოსთვის გადაცემის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ყველაფერი, რითიც ახლა ახალი ხელისუფლება თავს იწონებს, სწორედ ამ ადამიანების შექმნილია.

„ეს პლაკატი ამ მაგიდაზე იქნება მანამ, ვიდრე მე საკრებულოს დეპუატატი ვიქნები, ან ვიდრე მეც არ დამიჭერენ. ასეთ შემთხვევაში კი იგივეს ჩემი თანაგუნდელები გააგრძელებენ“, –განაცხადა გია გოქაძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1462
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია