დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თერჯოლაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს იმერეთის გუბერნატორი გაეცნო
2014/05/19 12:22:23

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციასთან ერთად საზოგადოებრივ აქტივს შეხვდა და რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელა.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის სამსახურის უფროსებმა სხვადასხვა სფეროებში არსებული მდგომარეობის ანალიზი წარმოადგინეს და იმერეთის გუბერნატორისგან შესაბამისი რეკომენდაციები მიიღეს. განხილვის მთავარი თემა იყო რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებიც.

ამ ეტაპზე თერჯოლის მუნიციპალიტეტში კულტურის სახლის რეაბილიტაცია ხორციელდება, სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდი 150 000 ლარით აფინანსებს. განახლებული კულტურის სახლი ფუნქციონირებას რამდენიმე დღეში დაიწყებს.

„თერჯოლის მუნიციპალიტეტში უკვე ყველა პროექტი შეთანხმებულია და უახლოეს მომავალში სამუშაოები დაიწყება. პრობლემად რჩება გაზიფიცირების შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა, აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად დამატებით შეხვედრებს გავმართავთ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიებთან“. - განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა. მსგავსი ტიპის შეხვედრებს იმერეთის გუბერნატორი ყველა რაიონში გამართავს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2170
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია