ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმესთან დაკავშირებით, მათმა ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის დავით ახალბედაშვილის მიერ გამოტანილი განჩინება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. “ჩვენ გავასაჩივრეთ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე. ჩვენ არ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან, მოთხოვნა და დასაბუთება ბრალდების მხრიდან იყო უსაფუძვლო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მივიღოთ დასაბუთება, რის საფუძველზე მიიღო მოსამართლემ ასეთჲ გადაწყვეტილება, მაგრამ ვერ მოვახერხეთ ამის გარკვევა." _ განაცხადა გიორგი გელხაურმა.
ქუთაისის სასამართლომ ვანო მერაბიშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილი 20 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.