დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა ამომრჩეველთა საინფორმაციო ბარათების დარიგება დაიწყეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/10/05 04:07:02

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა ამომრჩეველთა საინფორმაციო ბარათების დარიგება დაიწყეს. ბარათის მეშვეობით თითოეულ ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა მიიღოს არჩევნების, ასევე მისი საარჩევნო უბნის შესახებ ინფორმაცია და საჭიროებისას გადაამოწმოს ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემები.



ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს ცესკოს ახალი ინიციატივა გააცნო, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალგაზრდა ამომრჩევლებს შესთავაზა. 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის, 45 000-ზე მეტი ახალგაზრდა, რომლებიც პირველად მონაწილეობენ არჩევნებში, მიიღებს წერილობით მიმართვას არჩევნების მნიშვნელობისა და მათი მონაწილეობის შესახებ.



რაც შეეხება ამომრჩევლის საინფორმაციო ბარათს, თუ 8 ოქტომბრის ჩათვლით ამომრჩეველი არ მიიღებს ბარათს, მას შეუძლია დაუკავშირდეს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს ან საკუთარი მონაცემები დამატებით გადაამოწმოს ცესკოს მიერ შეთავაზებული სხვადასხვა ელექტრონული სერვისის საშუალებით. თუ ამომრჩეველი აღმოაჩენს უზუსტობას მონაცემებში, მას შეუძლია 10 ოქტომბრის 18:00 საათამდე წერილობით მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას ან/და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს“ - განუცხადა მედიას ანა მიქელაძემ.



რაც შეეხება რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს: საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ შეახსენებს მათ, რომ 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უნდა მიმართონ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმდინარე წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და საჭიროებისას გაიარონ შესაბამისი პროცედურები - „მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ, როგორც ელექტრონულად შეთავაზებული სერვისების საშუალებით, ისე უშუალოდ საარჩევნო უბანზე, სადაც გამოკრულია ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია. ამომრჩეველთა სიები ხელმისაწვდომია ქართულ და ასევე, შესაბამისი უბნებისთვის აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე“ - აღნიშნა ცესკოს პრეს-სპიკერმა.



დღევანდელი დღის მდგომარეობით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 503 113 ამომრჩეველი. ცესკოს მიერ შეთავაზებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების სერვისებით 1-ლი აგვისტოდან 1-ელ ოქტომბრამდე 700 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა ისარგებლა.



შეგახსენებთ, რომ ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, ფუნქციონირებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის - 2 51 00 51. ასევე მუშაობს ონლაინ ჩათი. დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა დაუკავშირდნენ საარჩევნო ადმინისტრაციას და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია
.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1152
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია