„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში სარჩელს დღეს, 24 მაისს, შეიტანენ.
როგორც ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი აცხადებს, უნდა გასაჩივრდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
მისივე განმარტებით, მერაბიშვილის დაცვის მხარე აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გაუქმებას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილს ბრალდების მხარემ სისხლის სამართლის კოდექსის 164.1, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებების ჩადენას ედავება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ვანო მერაბიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ამ ეტაპზე ე.წ. მატროსოვის ციხეში იმყოფება.
მერაბიშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 15 ივლისს გაიმართება.